რუსთავში გვიან ღამით 13 წლის გოგო საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა. ის ჯერ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი თბილისში იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.
ექიმის განცხადებით მოზარდი კონტაქტურია. მას მრავლობითი მოტეხილობა კიდურების არეში აღენიშნება. ამ ეტაპზე გოგო კლინიკაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარები