რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.
„თავისუფლება მიშას“ – ამ მოთხოვნით აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
დღევანდელ აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც.
ენმ-ს წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, აქციები პერმანენტულად გაიმართება და პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტი საპატიმროს არ დატოვებს.
კომენტარები