• რეკლამა
  • კონტაქტი
07:45, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსთავის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მოქალაქეებისთვის ქონების დაკანონებაზე იმუშავებს – ენმ-ის ბრიფინგი

ალია ავტორი - ალია
12:32 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის თქმით, პარტია რუსთავში წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას იწყებს.

როგორც მან აღნიშნა, ქალაქის საკრებულოში, სადაც უმრავლესობით ენმ-ა წარმოდგენილი, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც რუსთაველებისთვის მიწის ნაკვეთების დაკანონებაზე იმუშავებს. 

“რუსთავშიც დასრულდა “ქართული ოცნების” ერთპარტიული მმართველობა. რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აქ წარმოადგენს აბსოლუტურ უმრავლესობას და სწორედ რუსთავში, ისე როგორც სხვა იმ ქალაქში, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, იწყება კონკრეტული საქმის კეთება.

დღეს ჩვენ, როგორც ვპირდებოდით რუსთაველებს წინასაარჩევნოდ, ვიწყებთ პროგრამის განხორციელებას. თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ მათ დღეიდან შეეძლებათ რუსთავის საკრებულოში მისვლა, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ რუსთაველებს გადაეცეთ ქონება, რომელსაც ჩაფრენილია საქართველოს ხელისუფლება და არ აძლევს მათ. ეს იქნება ავტოფარეხები, მიწის ნაკვეთები, რომლებიც ისედაც ეკუთვნის რუსთაველებს. ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალეკო ბერიძე. ის დაიწყებს ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას და დაეხმარება მოქალაქეებს, რომ მათ ის ქონება, რომელიც ისედაც ​ეკუთვნით, გადაეცეთ”, – თქვა დავით კიკრიტაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესს “ქართული ოცნება” არ შეაფერხებს.

“ამ პროგრამას მხარი დაუჭირა რუსთაველების აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ჩვენი მხრიდან მოხდება რიგი კანონპროექტების დაინიცირება, რომ ეს პროცესები დაჩქარდეს და რუსთაველებმა ძალიან მალე მიიღონ საკუთრებაში ქონება”, – აღნიშნა კირკიტაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved