ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის გზაზე. გამოცემა “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან არხში გადავარდა და ამოტრიალდა.
გამოცემის ცნობითვე, შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
კომენტარები