“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!”- ამ გავნილით დატოვა იზოლატორი ლიკა ლორთქიფანიძემ, რომელიც “ქართული ოცნების” წევრის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დააკავეს.
აქტივისტმა ლიკა ლორთქიფანიძემ, რომელსაც მარიამ ლაშხმა უჩივლა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, იზოლატორი დატოვა.
“ველოდებოდი, რომ მომისჯიდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობას. 27 – ში პირველი პროცესი მქონდა და მაგის მერე მითუმეტეს. საკმაოდ მომზადებული ვიყავი მორალურადაც და ყველანაირადაც.
ამ რეჟიმს უნდა, რომ შეგვაშინოს, დაგვაპანიკოს, სახლებში დაგვტოვონ, მაგრამ არ გამოუვათ არანაირად, იმიტომ, რომ ყოველი მათი ბოროტი ნაბიჯის შემდეგ ხალხის მუხტი უფრო და უფრო მოდის.
“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია” შეძახილის გამო (გამასამართლეს), რომელსაც დღეს საღამოს რუსთაველზე აუცილებლად გავიმეორებ ისევ. ეს მარიამ ლაშხის თანდასწრებით მოხდა და უმიზეზოდ გამომკეტეს 12 დღით”
კომენტარები