ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
ეს ფოტო 2015 წლის აპრილშია გადაღებული… საქართველოში რუსი ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ და ახლობელმა თბილისში მათი დახმარება მთხოვა. ქართული სტუმარ-მასპინძლობის ამბავში, წავიყვანე მცხეთაში, მთაწმინდაზე, ცხადია გავასინჯე საუკეთესო ქართული კერძები… გამგზავრებამდე მთხოვეს ინტერვიუ პატრიარქთან… დავრეკე საპატრიარქოში და ავუხსენი სტუმრების თხოვნა… მითხრეს რომ თუ პატრიარქის ინტერვიუს არ ამოჭრიდნენ, ინტერვიუზე უარს არ მეტყოდნენ. რუს ჟურნალისტებს პირობა ჩამოვართვი და საპატრიარქოში წავედით…პატრიარქმა ინტერვიუს დასაწყისში თქვა, რომ სანამ რუსეთი აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დააბრუნებს, მანამდე ჩვენს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა ვერ აღდგებაო! ამის შემდეგ ისაუბრა, რომ ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ, საერთო წარსული გვაქვს ფაშიზმთან ბრძოლაში და კეთილმეზობლური ურთიერთობა აუცილებლაც უნდა აღდგეს…ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტები აეროპორტში გავაცილე…რუსმა ჟურნალისტებმა პირობა არ შეასრულეს და პატრიარქის ინტერვიუს დასაწყისი, სადაც აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე იყო საუბარი, ამოჭრეს!მომენტალურად, ქართულ ფეისბუკ სივრცეში გავრცელდა პატრიარქის ინტერვიუს დამახინჯებული “რუსული ვერსია” და პატრიარქს ვიდეოს კომენტარებში ლანძღავდნენ პრორუსულობის გამო… მაშინვე ამ საკითხზე დავწერე სტატუსი და ვთქვი სიმართლე, თუმცა ჩემი სტატუსი მხოლოდ რამდენიმე სააგენტომ დადო და მალევე ჩემი სტატუსის ვერსია ყველა სააგენტოზე წაიშალა…საქართველომ დაკარგა უნიჭიერესი დიპლომატი და უდიდესი ავტორიტეტის მქონე ადამიანი. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ სამწყსოს!














კომენტარები