• რეკლამა
  • კონტაქტი
17:21, სამშაბათი, 20 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსის კაცები აქ “ხავერდოვანი სეზონით” ტკბებიან და ჩვენ ომში გვიშვებენ – ბჟანიას განკარგულება და აფხაზების საყოველთაო მღელვარება

ალია ავტორი - ალია
19:25 10-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
357

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბას პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ ხელი მო­ა­წე­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დი abkhaz-auto.ru-ს ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

“ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წლის 1 ოქ­ტომ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, 18-დან 27 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც აქამ­დე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი გავ­ლი­ლი არ აქვთ, უწყე­ბას მი­ი­ღე­ბენ. გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, რომ­ლებ­საც გაწ­ვე­ვის ვადა ამო­ე­წუ­რათ, სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვენ. აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს, ქა­ლა­ქე­ბი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებს აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გაწ­ვე­ვა­სა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ე­ვა­ლათ…” -წერს აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მა Апсныпресс.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბჟა­ნი­ას და­ვა­ლე­ბით, აფხა­ზეთ­ში სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო მომ­ზა­დე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შე­იქ­მნა. 26 სექ­ტემ­ბერს ას­ლან ბჟა­ნია ქა­ლა­ქე­ბი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შეხ­ვდა, სა­დაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

21 სექ­ტემ­ბერს რუ­სეთ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­კი­თხი, შე­ე­ხე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას. სო­ხუმ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ მო­ბი­ლი­ზა­ცია არ შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პი­რებს.

თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ Meduza-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ კრემ­ლი გა­ნი­ხი­ლავს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას უკ­რა­ი­ნას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად.

ბჟა­ნი­ას დღე­ვან­დელ გან­კარ­გუ­ლე­ბას აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მწვა­ვე კრი­ტი­კა და მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა. ნა­წი­ლის თქმით, შორს არ არის ის დრო, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ისე­თი­ვე პრო­ტეს­ტი და­ი­წყე­ბა, რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში – “ეს ჩვე­ნი ომი არ არის!”

“გთხოვთ, ვინ­მემ გან­მი­მარ­ტოთ – ეს გაწ­ვე­ვა მა­თაც ეხე­ბათ, ვინც უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლობს?.. არც რემ­ბო ვარ და არც ბეტ­მე­ნი, ხელ­ში ია­რა­ღი არას­დროს მჭე­რია და სა­ერ­თო­დაც, მი­მაჩ­ნდა, რომ მე და ჩემს თა­ნა­ტო­ლებს, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ფე­რი გვე­საქ­მე­ბა” – წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ­ტურ ად­ლე­ი­ბა.

“სრუ­ლი­ად შე­საძ­ლოა, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სტან­დარ­ტუ­ლი სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვა იყოს, რომ არა ის სა­ხი­ფა­თო ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის კვალ­დაკ­ვალ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თარ­და. მო­დით, ვა­ღი­ა­როთ, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი, ისი­ნი ვი­საც პატ­რო­ნი არ ჰყავთ, ვისი მა­მე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში არ მუ­შა­ო­ბენ, გავ­ლე­ნი­ა­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი არ ჰყავთ, არც ფული აქვთ და არც “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი” ჰყავთ სა­ახ­ლობ­ლო­ში, რო­მე­ლიც გა­და­რე­კავს და ამ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს, ისე­დაც მიჰ­ყავ­დათ ჯარ­ში. ისი­ნი უძ­ლე­ბენ იმ პი­რო­ბებს, რაც ჩვენს არ­მი­ა­შია. ზოგი სპე­ცი­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბით რუ­სეთ­შიც წა­უყ­ვა­ნი­ათ, მაგ­რამ ოჯა­ხი არ ნერ­ვი­უ­ლობ­და, იცო­და, რომ შვი­ლი და­უბ­რუნ­დე­ბო­და… ახლა კი რა ხდე­ბა?..

ბჟა­ნია, არ­ძინ­ბა და აშუ­ბა ერთს ამ­ბო­ბენ, მე­ო­რეს აკე­თე­ბენ. ამი­ტომ ყვე­ლა პა­ნი­კა­შია. ხე­და­ვენ რაც ხდე­ბა რუ­სეთ­ში, ლარსზე, რუ­სე­თის სხვა სა­ზღვრებ­ზე და ეში­ნი­ათ, რომ მათი შვი­ლე­ბით არ მოხ­დეს ამ დე­ზერ­ტი­რე­ბის შევ­სე­ბა… არ მჯე­რა, რომ ახლა ეს ახალ­წვე­უ­ლე­ბი აფხა­ზეთ­ში დარ­ჩე­ბი­ან და აქ მი­ი­ღე­ბენ სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბას. თუ ახლა არ ამო­ვი­ღებთ ხმას, მერე უკვე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა იმის გარ­კვე­ვა, სად უშ­ვე­ბენ ჩვენს შვი­ლებს… ” -წერს ნუგ­ზარ ჯი­კირ­ბა.

“ამ­ბო­ბენ, რომ სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ხალ­ხი გა­უშ­ვეს ომში… ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფი­ნეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, სომ­ხეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­იქ­ცა, რუსი კა­ცე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი აფხა­ზეთ­ში “ხა­ვერ­დო­ვა­ნი სე­ზო­ნით” ტკბე­ბი­ან, ბიზ­ნე­სის­თვის ად­გი­ლებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ომში გა­ვუშ­ვათ, რა­ტომ?!..” – კი­თხუ­ლობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ოლე­სია ჩა­ჩხა­ლია.

წყარო – ამბები. ჯი

თეგები: გაწვევებინაწი;ობრივი მობილიზაცია რუსეთშიოკუპირებული აფხაზეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved