• რეკლამა
  • კონტაქტი
09:25, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსი პილოტის მკვლელობა, სავარაუდოდ, კრემლმა დაუკვეთა – მედია

ალია ავტორი - ალია
02:38 02-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

ესპანეთში, რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის, მკვლელობა, სავარაუდოდ, კრემლმა დაუკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El País ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემასთან ესპანეთის დაზვერვაში მომუშავე წყაროები ამბობენ, რომ მკვლელობის კრემლთან დაკავშირება რთული იქნება, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთმა პილოტის მოკვლა დაქირავებულ მკვლელებს დაავალა. სამთავრობო წყაროები განმარტავენ, რომ დაზვერვა კუზმინოვის ესპანეთში ყოფნის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

ცნობილია, რომ პროვინცია ალიკანტეში, სადაც ის იმყოფებოდა, რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ რუსეთის მთავრობამ მკვლელობა ადგილობრივი მაცხოვრებლის დახმარებით შეძლო.

El País-თან საუბრისას დიპლომატიურმა წყაროებმა თქვეს, რომ ეს “ძალიან სერიოზული” საკითხია და რუსეთის ჩართულობის დადგენის შემთხვევაში, ესპანეთს “ძლიერი” საპასუხო რეაქცია ექნება.

ესპანეთის მთავრობის სპიკერმა პილარ ალეგრიამ თქვა, რომ “სამოქალაქო გვარდიას უნდა მივცეთ საშუალება, თავისი საქმე შეასრულოს და გამოძიება გაგრძელდეს”.

შეგახსენებთ, რომ მაქსიმ კუზმინოვი 2023 წელს უკრაინულ მხარეს MI-8 ტიპის ვერტმფრენით ჩაბარდა. ის 19 თებერვალს, ესპანეთში, მოკლული იპოვეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved