• რეკლამა
  • კონტაქტი
07:06, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსი მეცნიერი ჯაშუში გამოდგა?

ალია ავტორი - ალია
11:30 10-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

მსოფლიო დონის სახელის მქონე რუსი მეცნიერი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და მისი ოჯახის წევრები ჯაშუშობისთვის დააკავეს. 60 წლის სერგეი ზონენკო, წლების განმავლობაში ბულგარეთში, იარაღის მწარმოებელ ქარხანაში „არსენალი“ ინოვაციურ ტექნოლოგიების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. თუმცა, როგორც ჩანს, პარალელურად ჯაშუშურ საქმიანობას, მისი სამშობლოს სპეცსამსახურების საუკეთესო ტრადიციების მიხედვით ეწეოდა. ზონენკო ცოლ-შვილთან ერთად უკვე გაქცევას და ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, როცა ბულგარელმა სამართალდამცველებმა მთელი ოჯახი ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. ეს სპეცოპერაცია ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარდა.

საქმეზე გამოძიება მაშინ დაიწყო, როცა ქარხანაში წარმოებული პროდუქციის და კონფიდენციალური დოკუმენტების დაკარგვა შეამჩნიეს. მოგვიანებით, უკვე ზონენკოს დაკავებისას, სამართალდამცველებმა ეს დოკუმენტაცია მის მანქანაში აღმოაჩინეს.

იარაღის ქარხანა „არსენალი“ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მსხვილ მწარმოებელს და ექსპორტიორს წარმოადგენს. ეს ქარხანა აწარმოებს როგორც სხვადასხვა სახის ინდივიდუალურ იარაღს, ასევე ყუმბარმტყორცნებს, საარტილერიო და საზენიტო დანადგარებს.

როგორც ბულგარული მედია წერს, ამ ჯაშუშური საქმის მთავარი ფიგურანტი, თავის სფეროში სახელგანთქმული მეცნიერ-მექანიკოსია, მრავალი ნაშრომის და სერიოზული გამოგონების ავტორი. მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ხოლო მეუღლე ოლგა და ვაჟი ბენიამინი ლიეტუვას მოქალაქეები არიან. ზონენკოს მეუღლე „არსენალში“ დიზაინერის პოზიციაზე მუშაობდა. რუსი მეცნიერი ცნობილია მათ შორის იმით, რომ კუმულატიური საბრძოლო მასალის გამომგონებელია. სწორედ ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ის „არსენალში“. მას დისერტაცია ბირთვული რეაქტორების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვს დაცული, ხოლო ბულგარეთში საცხოვრებლად გადასვლამდე კომპანია „ზონენკოს კუმულატიური დამუხტვა“ დააფუძნა. თუმცა, ახლა, როცა მას ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, მის სამეცნიერო ავტორიტეტს ჩალის ფასი გაუხდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს „არსენალის“ ერთ-ერთ საწყობში სერიოზული აფეთქება მოხდა. გამოძიების ჩატარების შემდეგ, ბულგარეთის პროკურატურამ განაცხადა რომ ეს დივერსია იყო, რომლის ავტორებიც რუსული დაზვერვის ოფიცრები არიან. მათ მსგავსი დივერსია ჩეხეთში, ასევე იარაღის ორ საწყობში მოახდინეს. საუბარია 2014 წელს ჩეხეთის დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ჩეხეთის პოლიციამ 2021 წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ ამ დივერსიასთან დაკავშირებულები არიან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, რომლებიც ჩეხეთში მოლდოვისა და ტაჯიკეთის პასპორტებით შევიდნენ. მიშკინი და ჩეპიგა ასევე ბრალდებულები არიან ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, პრაღიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევეს. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იან ჰამაჩეკის თქმით, ეს დიპლომატები კრემლის სახელით მოქმედი სამხედრო ჯაშუშები იყვნენ და მათ 48 საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. ამას გარდა, ჩეხეთის ხელისუფლებამ, რუსეთის სახელმწიფო ბირთვულ კორპორაცია „როსატომს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა აუკრძალა. რა თქმა უნდა, კრემლი აღშფოთებას ვერ მალავს და ყველა ბრალდებას უარყოფს.

თუმცა, როგორც ვხედავთ, რუსული ჯაშუშური ქსელების გამოაშკარავება ევროპულ ქვეყნებში სულ უფრო ხშირად ხდება. კრემლის სპეცსამსახურების ასეთი მოქმედებები იმდენად მიუღებელი და დანაშაულებრივი ხდება, რომ არანაირი თავის მართლება აღარ მუშაობს. სულ ახლახან, დაიწყო სასამართლო პროცესიც გერმანიის მოქალაქის საქმეზე, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ბუნდესტაგის შენობის გეგმების გადაცემაშია ბრალდებული.

ლევან რაზმაძე

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved