რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი ქალაქ ბალაშიხაში, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებისას დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, აფეთქება გენერალ იაროსლავ მოსკალიკის სახლთან მოხდა.
გენერალ იაროსლავ მოსკალიკის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა.
კომენტარები