• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსი დილერები და სანქცირებული მანქანების რუსეთში საქართველოდან – დეკანოიძის კითხვა ფინანსთა მინისტრს

ალია ავტორი - ალია
16:21 02-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,390

თვლით თუ არა პრობლემად, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სანქცირებული მანქანების რუსეთში გადასაყვანად? – შემიძლია კონკრეტული მასალები გაჩვენოთ, – ამ კითხვით მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს.

ხატია დეკანოიძე:

„კონკრეტულ სქემაზე მინდა გკითხოთ – როგორ ღარიბდება საქართველოს მოქალაქე, როცა რუს დილერებს უკანონოდ გადაჰყავთ მანქანები საქართველო-რუსეთის საზღვარზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, გახსოვთ, რომ 2023 წლის შემოდგომიდან აიკრძალა რუსეთში სანქცირებული მანქანების ექსპორტი, 50 ათასი ევროს ღირებულების და 1.9 ლიტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანებზეა საუბარი, მაგრამ მე შემიძლია გაჩვენოთ კონკრეტული მასალები, სადაც ჩანს, რომ საქართველო გამოიყენება როგორც მესამე ქვეყანა და ჩვენი ქვეყნიდან სანქცირებული მანქანები გადადის რუსეთში. მათ შორის, არსებობენ რუსი დილერები, რომლებმაც წაართვეს ბიზნესი საქართველოს მოქალაქეებს და დაარეგისტრირეს აქ მდიდრდებიან უკანონო შემოსავლებით. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ არ არის შეზღუდული სანქცირებული მანქანების ერთი-ერთი პრინციპით (გადაყვანა) ანუ ინდივიდუალურ მძღოლებზე მაქვს საუბარი, როცა მათ გადაჰყავთ და მერე იქიდან ფეხით გადმოდიან? თქვენ მოგმართეს ამაზე კითხვით, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. თვლით თუ არა პრობლემად, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სანქცირებული მანქანებისთვის, რომლებიც რეალურად აკრძალულია და სანქციების ამ ნაწილს მიერთებული ვართ. რუსეთში ხვდება ის მანქანები, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებით აიკრძალა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ლაშა ხუციშვილმა ხატია დეკანოიძეს უპასუხა და უთხრა, რომ საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები არ არსებობს.

საქართველოში სანქციების აღსრულება სრულად ხდება. არ არსებობს სანქციების დარღვევის ფაქტები საქართველოში. სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, რა ფორმითა და მასშტაბითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი. უშუალოდ საქართველოს სანქციები დაწესებული არ აქვს. საქართველო არის სანქციების აღმასრულებელი და იმ ფორმით და იმ მასშტაბით ასრულებს სანქციებს, რა ფორმითა და მასშტაბითაც არის დადგენილი. თუ თქვენი პირადი უკმაყოფილება ისაა, რომ ეს სანქციები არ არის ისეთი მასშტაბური, ან იმ ფორმით არაა, რა ფორმითაც თქვენ სურვილი გაქვთ, შესაძლებელია, მიმართოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ სანქციები დაადგინონ სხვა ფორმით. სანქციებთან მიმართებით, ბევრი მაგალითი შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი გამონაკლისია. ბუნებრივია, საქართველო არ ყოფილა მონაწილე, როდესაც სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობდა. არ ვართ მონაწილე იმის [პროცესის], რომ აზრი გამოვთქვათ სანქციებთან მიმართებით, რა ფორმით და როგორ უნდა იყოს, შესაბამისად, ვასრულებთ იმ ფორმით, რა ფორმითაცაა დადგენილი, თუმცა არაერთ ქვეყანას უამრავი რეზერვაცია აქვს გაკეთებული, რომ კონკრეტული საქონელი ან ტრანზაქცია არის გამონაკლისში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განმარტებას ვერ გავაკეთებთ. შესაძლოა, პარტნიორებმა გააკეთონ განცხადება, რატომაა ესა თუ ის ტრანზაქცია ან საქონელი გამონაკლისში, ასეთი გამონაკლისები არსებობს. არ არის ეს საიდუმლო. როდესაც განცხადებას ვაკეთებთ, ვუთითებთ პირველწყაროს, საიდან და რა ფორმითაა სანქციები დაწესებული. როდესაც კითხვა გაჩნდება, უნდა შეხედოთ სანქციებს, რა არის დაწესებული და ხდება თუ არა მის შესაბამისად აღსრულება. ბუნებრივია, ბევრი ადამიანი, შესაძლოა, ვერ ერკვეოდეს, რადგან ტექნიკური ნაწილი აქვს ამას. ამიტომ მივუთითებთ ყველას, რომ სანამ დეზინფორმაციას გაავრცელებთ, გთხოვთ, გადაამოწმოთ კომპეტენტურ ორგანოსთან“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved