რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა.
„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე საქართველოში“, – განცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 20 ივნისის მოვლენების, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყვიტა.
კომენტარები