• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთში მწვავე ეკონომიკური პრობლემები იწყება, პუტინი ოლიგარქებისგან ცდილობს ფულის გამოძალვას – ზურაბ ვახანია

ალია ავტორი - ალია
11:25 02-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

ფსიქოლოგიის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი,  ექსპერტი განათლების საკითხებში, ზურაბ ვახანია სოციალურ ქსელში წერს:

„სიახლეები კიევიდან _ 21.15. 26.02.2022. ახლა ისევ ვესაუბრე ჩემს კიეველ მეგობრებს. ჯერ კარგი ამბები: 1) რუსეთში მწვავე ეკონომიკური პრობლემები იწყება, რაკი ელვისებური გამარჯვება ჩაეშალათ, დღე-ღამეში 32 მილიარდის ხარჯებს ვეღარ უძლებენ; პუტინი ოლიგარქებისგან ცდილობს ფულის გამოძალვას, ეს კი მძლავრ ოპოზიციურ ფრთას გაუჩენს. 2) რუსეთს არც ჯარისკაცები ჰყოფნის, რის გამოც საწყალ წვევამდელ ბიჭებს (ბავშვებს) პირდაპირ ფრონტზე გზავნის. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომელიც რუსეთში პროტესტს ძალიან გააძლიერებს. 3) უკრაინული ჯარის ცალკეული მნიშვნელოვანი წარმატებებია. 4) კიევში 2 დღე-ღამე მკაცრი და უწყვეტი კომენდანტის საათია, რაც უკრაინელებს საშუალებას მისცემს, რომ გამოავლინონ და დაიჭირონ რუსების დივერსიული ჯგუფები (რომლებსაც უკრაინული ფორმები აცვიათ და უკრაინული საბუთები აქვთ. 5) „პროგრესული დასავლეთი“ ემზადება, რომ 2-3 დღეში რუსეთის საბანკო სისტემა სრულ იზოლაციაში მოაქციოს (ე.წ. „სვიფტი“). 6) ცალკეული სახელმწიფოებისგან იღებენ ფინანსურ, მატერიალურ ანდა სამხედრო ტექნიკის დახმარებას. ახლა _ მაგრამ: 1) ეს დახმარებები ძალიან მცირეა და თან ძალიან ნელ-ნელა ხორციელდება, არ თავდება განხილვა, კამათი და იწილობიწილო. 2) ამასობაში კი კიევში ფეთქდება და ფეთქდება საცხოვრებელი სახლები _ რაკეტებით. რუსები ყოვლისმომსპობი „გრადების“ გაშვებასაც ამზადებენ. კერძო პირებისთვის ბენზინი სრულებით აღარაა. 3) ასეულათასობით ლტოლვილი უკრაინელია გაჭედილი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან, რომელთა გამტარუნარიანობა ვერაფრით ვერ აუდის ასეთ მოზღვავებას (მოლდოვასთან, პოლონეთთან და სხვა). სხვათა შორის, არახნიერ მამაკაცებს არ უშვებენ, მათ ქალები, ბავშვები და მოხუცები უნდა გააცილონ, თვითონ კი უკან გაბრუნდნენ, რადგან ისინი უკრაინას სჭირდება. გაუმარჯოს უკრაინას!“- წერს ვახანია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved