რუსეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
„როსპოტრებნადზორის“ განცხადებით, მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა ევროპიდან დაბრუნებულ ახალგაზრდას დაუდასტურდა.
„რუსეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაავადება გამოვლინდა ახალგაზრდა მამაკაცში, რომელიც ევროპაში მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა და სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის დამახასიათებელი გამონაყარით მიმართა“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები