მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი, დეზინფორმაციას პასუხობს და მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რუსეთში არასოდებაა ნამყოფი.
ინფორმაცია ქეთევან მიქიაშვილმა გაავრცელა. “მითების დეტექტორის” თანახმად, Ketevan Mikiashvili-ი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი “ტროლია”.
მან გამოაქვეყნა ქართველი მომღერლები სია და ამტკიცებდა, რომ ჩამოთვლილი არტისტები აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში მართავდნენ კონცერტებს.
“ვინმე ქეთევან მიქიაშვილს ჩემზე უწერია, რომ მე ვიყავი 2023 წელს რუსეთში. შემიძლია დედაზე დავიგინო, რომ რუსეთში ჩემდათავად ოდესმე ნამყოფის დედა ვატირე, ვინც ტყუილად დამაბრალოს, იმის დედაც ზემოდან. თუ შეგხვდებათ ეგ პოსტი, შეგიძლიათ დააგინოთ, მაშ, მტყუანის დედა–თქო. იცოდეთ, რომ რუსეთში არასოდეს არა ვარ ნამყოფი.
რატომღაც მოიცალა იმისთვის, რომ ცილი დამწამოს, თითქოს 2008 წლის შემდეგ მე ვიყავი რუსეთში. არც მანამდე, არც მაგის მერე მე რუსეთში არ ვარ ნამყოფი”- ამბობს სუხიტაშვილი











კომენტარები