• რეკლამა
  • კონტაქტი
09:24, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია – პუტინი

ალია ავტორი - ალია
03:27 07-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია, – ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყია…

თუ დასავლეთს კონფლიქტის პროვოცირება სურდა, რომ რუსეთთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის შეკავების ახალ ეტაპზე გადასულიყო, შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად შეძლეს. ნორმალურ პირობებში, ალბათ, ამის გაკეთება რთული იქნებოდა. თუმცა, რას მინდა, მივაქციო ყურადღება – მათ უნდა გააცნობიერონ, რომ წააგეს ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, რადგან მისი დაწყება ნიშნავს ამერიკული მსოფლიო წესრიგის კარდინალურ გარდატეხას. ეს ნიშნავდა ლიბერალურ-გლობალისტური ამერიკული ეგოცენტრიზმიდან ნამდვილად მრავალპოლარულ მსოფლიოზე გადასვლას… დღეს ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე სურთ. რა ვთქვათ აქ – სცადონ. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დასავლეთს ჩვენთან ომი სურს უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის.

ჩვენ უარს არ ვამბობთ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე, თუმცა მათ, ვინც უარს ამბობენ, უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო შორს წავლენ, მით უფრო რთული იქნება ჩვენთან შეთანხმება.

„ე.წ. კოლექტიური დასავლეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით ათწლეულების განმავლობაში რუსეთთან მიმართებით მხოლოდ აგრესიულად იქცევა. ჩვენი შეთავაზებები ევროპაში უსაფრთხოების თანაბარი სისტემის შექმნის შესახებ უკუგდებულია. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემაზე ერთობლივი მუშაობის ინიციატივები უარყოფილია. გაფრთხილებები ნატო-ს გაფართოების მიუღებლობის შესახებ, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირი ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე, უგულებელყოფილია“.

წყარო – საზოგადოებრივი არხი

 

შეგახსენებთ, პუტინი დღემდე ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომი კი არა, სამხედრო ოპერაციაა, ისევე, როგორც ომის დაწყების პირველ დღეებში ამტკიცებდა, რომ არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ გარდაცვლილა, ასევე ამტკიცებდა, რომ არც ერთი წვევამდელი არ ჰყავს გაგზავნილი უკრაინაში საომრად – რუსეთმა 8 მარტს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პუტინი რუს დედებს უმტკიცებდა, რომ წვევამდელები უკრანასთან ომში არ მონაწილეობდნენ, თუმცა, მეორე დღესვე, პუტინის მთავრობამ აღიარა, რომ უკრაინაში წვევამდელები მართლაც ჰყავდათ გაგზავნილნი.

თეგები: ვლადიმერ პუტინირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved