• რეკლამა
  • კონტაქტი
23:58, პარასკევი, 29 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთს თავი რომ ქუდში ეგონა, სწორედ ამ დროს მოხვდა თავში ევროკავშირისაგან, ევროში განთავსებული რეზერვებიც მიაყინეს.”- რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
10:51 02-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ხვალ რუსეთის ფინანსურ სისტემას გაუთენდება შავი დღე – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძესოციალურ ქსელში წერს:

“მიუხედავად იმისა, რომ სვიფტს რამდენიმე დღეში გაუთიშავენ, თანაც ჯერ მხოლოდ რამდენიმე ბანკს, თავად ამ ინფორმაციას მოჰყვება შესაბამისი შედეგები. ე.წ. მოლოდინებიც კი მძიმე იქნება. რუსეთში სულ 335 ბანკია. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ უმეტესობას ჯერ არ შეეხებიან, თუ გავითვალისწინებთ რა აქტივებს ფლობენ და რა როლი უკავიათ რუსეთის ეკონომიკაში იმ ბანკებს, რომლებსაც სანქციები შეეხო, ფინანსური შოკი გარდაუვალია.

რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებიც გაყინეს. ესეც უპრეცედენტო ფაქტია-ასეთი რამ მხოლოდ ავღანეთს, სირიას, ვენესუელას და ირანს დამართეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამისთვის ემზადებოდა, რაც დასავლეთმა გააკეთა სრული მოულედნელობა აღმოჩნდა. დარტყმა მიიღო იქიდან, საიდანაც არ ელოდა-ევროსაგან(ევროპისაგან).

რუსეთმა თავისი რეზერვების დიდი ნაწილი განარიდა დოლარს-იყიდა ოქრო, რომელიც თავისი ქვეყნის საცავებში განათავსა, ყიდულობდა ევროს, ჩინურ იუანს, მცირე რაოდენობით სხვა სარეზერვო ვალუტებსაც(ფუნტი, იენი, ფრანკი), თავი რომ ქუდში ეგონა, სწორედ ამ დროს მოხვდა თავში ევროკავშირისაგან, ევროში განთავსებული რეზერვებიც მიაყინეს.

მიუხედავად იმისა, რომ პროცენტულად გაყინული უცხოური ვალტის ოდენობა რუსეთის მთლიან რეზერვებში ნაკლებია იმაზე, რაც რუსეთის ცენტრალურ ბანკს დარჩა სხვა ფორმით, თავად ფაქტი და მომავალში ნავთობდოლარების განთავსების დივერსიფიცირების შეუძლებლობა უმძიმეს დღეში აგდებს რუსეთს, სხვა ფინანსურ სანქციებთან ერთად.

ამ პროცესის უკუშემობრუნებას დასჭირდება მრავალი წელი და რუსეთის ხოხვით მისვლა დასავლეთის ქვეყნებთან. მსგავსი სანქციები არის რუსეთის აგრესიის შეკავების( რიგში ჩვენ რომ ვყავართ,ამას არ უნდა დიდი მკითხაობა) იარაღი და არა კარასინ-აბაშიძე-ღარიბაშვის უდღეური “დიპლომატია”.

რაც შეეხება ჩინეთს, მისი ტექნოლოგიური სიძლიერე დასავლური ინვესტიციებით არის შექმნილი და დიდად არ გარისკავს რუსეთისათვის, აქტიურად არ წაახმარს თავის ფინანსურ(მათ შორის საანგარიშსწორებო) სისტემას.

სიმბოლურია სანქციებში რუსი ოლიგარქების იახტების დაყადაღება-თავად იახტა არის გოიმობა და რუსის იახტა ხომ სულაც ორჯერ.” – წერს გოცირიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved