• რეკლამა
  • კონტაქტი
09:28, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთმა „უცხოეთის აგენტების“ რეესტრი განაახლა და გააფართოვა

ალია ავტორი - ალია
11:15 06-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ თვენახევრიანი პაუზის შემდეგ „უცხოეთის აგენტების“ რეესტრი განაახლა და სიას რამდენიმე ფიზიკური და იურიდიული პირი ჩაამატა, რომელთა შორის არიან როგორც ჟურნალისტები და უკრაინასთან საომრად მობილიზებულთა ცოლები, ასევე, კონკრეტული მედიასაშუალებები.

დამოუკიდებელი მედიასაშუალება „მედუზას“ ცნობით, რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს:

ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და უფლებადამცველი მარინა ლიტვინოვიჩი;
ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ეკატერინა დუნცოვა;
მობილიზებულთა ცოლების დაფუძნებული მოძრაობა „გზა შინისკენ“;
მოძრაობის — „გზა შინისკენ“ — წევრი მარია ანდრეევა;
ინტერნეტგამოცემა Sota;
Sota-ს ფოტოგრაფი პაველ ივანოვი (ფსევდონიმი Partisan);
პროექტი „რესპუბლიკა“.
რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ მასში არაერთი ცვლილება შევიდა, რაც შეეხო კერძო პირებს, მედიასაშუალებებს და ა.შ. ეს კანონი პუტინის რეჟიმის ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ. კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე შეზღუდა კონკრეტული ადამიანები. კანონი ამჟამად უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

ცნობისთვის, სწორედ მსგავსი სულისკვეთების კანონი მიიღო “ოცნების” პარლამენტმა 28 მაისს, მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved