• რეკლამა
  • კონტაქტი
04:46, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთმა უპირობოდ გაიყვანოს საოკუპაციო ძალები” – ევროპარლამენტის რეზოლუცია გინტურის მკვლელობაზე

ალია ავტორი - ალია
16:44 11-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი

ევროპარლამენტმა თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის შესახებ რეზოლუცია 495 ხნით მიიღო.

ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას და მოითხოვს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, თამაზ გინტურის მკვლელობა “წარმოადგენს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის სიცოცხლის უხეშ უგულებელყოფას, მათ შორის ეთნიკური დისკრიმინაციის, მავთულხლართების დამონტაჟებისა და ბარიერების აღმართვის გზით”.

ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლებას და მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, შექმნას სანქციების სია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით და დააწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. 

“ევროპარლამენტი იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და ამ რეგიონებში უკანონო “ბორდერიზაციის” და “პასპორტიზაციის” საქმიანობას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სრულად და უპირობოდ გაიყვანოს საქართველოდან საოკუპაციო ძალები”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

რეზოლუციის თანახმად, ევროპის პარლამენტი “გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამს, რომ ამან არ უნდა მოახდინოს გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე”.

ევროპარლამენტარები ავალებენ პრეზიდენტს, გაუგზავნოს რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, წევრ სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოს, UNHRC-ს, ICRC-ს, ეუთოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს და რუსეთის ხელისუფლებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved