ექსპერტი გია აბაშიძე :
„რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ მისი მოქალაქეების უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა ადამიანმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. კრემლი მოერიდა მზარდი პროტესტის წინააღმდეგ დაპირისპირებას და საზღვრების სრული ჩაკეტვის ნაცვლად, სხვა ქვეყნებში გავლენის აგენტები, როგორიცაა ელენე ხოშტარია, აამუშავა. ამ ვითარებაში, ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ პუტინის ომს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს მიესალმება, შარლ მიშელი ამბობს, რომ ევროპამ რუსებს თავშესაფარი უნდა მისცეს და ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს რუსეთიდან იმ პირების მისაღებად, ვინც სამხედრო მობილიზაციას გაურბის“
კომენტარები