• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ერთ თამაშს თამაშობენ – ლანა გალდავა

ალია ავტორი - ალია
18:01 09-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინის განცხადებას გამოეხმაურა. შვიტკინის თქმით, რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს.

ხოლო ამ ფაქტს „ლელოს“ ლიდერი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ერთობლივ თამაშს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს თამაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგაა მომართული. რაც შეეხება საწამლავით ოპონენტების განადგურებას, ეს რუსეთის კარგად ნაცადი მეთოდია და ამის ვრცელი მაგალითები არსებობს.

„თანამედროვე მსოფლიოში საწამლავს ოპონენტების გასანადგურებლად მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება იყენებს, ჩვენ გვახსოვს ლუშენკო, ლიტვინენკო და ეს სია ვრცელია. დღესაც რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადება არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება. მათი მთავარი მიზანი ჰიბრიდული ომის წარმოება და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებაა. ახლაა საქართველოს ხელისუფლება ექიმების დამცავ ფარსაა ამოფარებული. ცოტა ხნის წინ მათი ტროლები ლუგარის ლაბორატორიის კრიტიკით იყვნენ დაკავებული და მოკავშირეებიც კი იყვნენ რუსეთის ხელისუფლებასთან ამ ნარატივში. რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები თამაშობენ ერთ თამაშს და ეს თამაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბრის შემდეგ აღარ იყოს საქართველოს მმართველობაში,“- განაცხადა ლანა გალდავამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

თეგები: ლანა გალდავალელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved