• რეკლამა
  • კონტაქტი
03:06, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთის წითელი ხაზების აბსურდულობა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
13:46 11-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
543
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ბოლო ორი დღეა კიდევ ერთხელ გამოჩნდა რუსეთის წითელი ხაზების აბსურდულობა: უკრაინელებმა ამერიკული ATACMS-ისა და ბრიტანული Storm Shadow-ების მეშვეობით რუსეთის ტერიტორიებზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში. არადა რუსეთი იმუქრებოდა ეს წითელი ხაზია და შეიძლება დასავლეთთან ომის დასაწყისის მიზეზი გახდეს თუკი გადაიკვეთაო. დაიწყო ომი? არა. ამ შემთხვევაშიც, რუსეთის წითელი ხაზები ისეთივე აბსურდული გამოდგა როგორც:
– ყირიმს თუ დაბომბავთ წითელი ხაზიაო, რომ ამბობდა;
– ყირიმის ხიდს თუ დაბომბავთ წითელი ხაზიაო, რომ ამბობდა;
– უკრაინას შემტევ იარაღს თუ მიაწვდითო წითელი ხაზიაო, რომ ამბობდა;
– რუსეთის ტერიტორიას თუ ნებისმიერი იარაღით დაბომბავს უკრაინა წითელი ხაზიაო, რომ ამბობდა;
– რუსეთის ტერიტორიაზე თუ გადმოვა ომი წითელი ხაზი იქნებაო, რომ ამბობდა;
– ფინეთს და შვედეთს, რომ ემუქრებოდა ნატოში შესვლა წითელი ხაზი იქნებაო;
და ასე შემდეგ.
ვიცით რუსეთის წითელი ხაზები.
ყველა ეს წითელი ხაზი გადაიკვეთა.
კრემლს ამ ყველაფერზე საპასუხოდ მხოლოდ მშვიდობიანი უკრაინული ქალაქების დაბომბვის გაგრძელება და ევროპაში საბოტაჟის განხორციელება ძალუძს და აკეთებს კიდეც ამას, მაგრამ ის წითელი ხაზები, რომელიც თითქოს რაიმე დიდი დამანგრეველი და მსოფლიო ომის მომტანი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში სიცარიელე გამოდგა, სრულიად ლოგიკურადაც, რადგან, ნებისმიერ აგრესორს ეშინია ძალის, წითელ ხაზებს კი სხვების დასაშინებლად იყენებენ ხოლმე.
რუსეთი მუქარებს გააგრძელებს. ბირთვულ იარაღზეც ბევრს ისაუბრებს, შეიძლება ბირთვული გამოცდაც განახორციელოს საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ აგრესორები მხოლოდ მაშინ იქნებიან კიდევ უფრო თამამები და გაბედულები თუკი სხვებს შეეშინდებათ მისი. სხვა შემთხვევაში მათი წითელი ხაზი სხვა გადაკვეთილ წითელ ხაზებადვე დარჩება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved