• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის საექსპორტო ბაჟი ხორბალზე იზრდება, წისქვილკომბინატები დახურვის საფრთხის წინაშე არიან – სილაგავა

ალია ავტორი - ალია
15:00 10-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირასთან” განაცხადა:

„არის რისკი, რომ ხორბლის დერეფნის მუშაობა აღარ გაგრძელდეს. ამის შემდეგ ფასები სავარაუდოდ, ზემოთ წავა. მთლიანად, რუსეთის საექსპორტო ბაჟი, რომელიც ხორბალზე ყოველკვირეულია, 50%-ით გაიზარდა, 1 ტონა ხორბლის გამოტანა 47 დოლარს შეადგენს, როდესაც წინა კვირას 32 დოლარი იყო.

საქართველოს ბაზარი ჯერ სტაბილურია. 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის ივნისის თვემდე აქტიურად მუშაობდა ფქვილის იმპორტი, ვიდრე წისქვილკომბინატების მიერ გამომუშავებული ფქვილი. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მიერ შემოღებული საექსპორტო საბაჟო გადასახადი მუდმივად მზარდი იყო, ფქვილის გამოტანაზე 0% იყო გადასახადი, ხორბლის გამოტანაზე კი მაქსიმუმი 120-140 დოლარის ფარგლებში იყო, ამან უინტერესო გახადა ხორბლის შემოტანა წისქვილების მიერ და წისქვილები გაჩერდა, მოხდა ის, რომ ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა საქართველოში ხორბლის იმპორტი.

ბოლო 2 თვის განმავლობაში ხორბლის დიდმა მოსავალმა საშუალება მისცა ფასები რომ დაბლა წამოსულიყო. მაშინ ხორბალიც გაიაფდა და ფქვილიც, წისქვილკომბინატები ამუშავდა. დღეს, სამწუხაროდ, ისევ საპირისპირო ვითარება გვაქვს, წისქვილკომბინატები იმ ფაზაში შედიან, რომ ისევ ჩერდებიან, იქიდან გამომდინარე, რომ საექსპორტო საბაჟო გადასახადი მკვეთრად იზრდება. შესაბამისად, წისქვილკომბინატებს და ადგილობრივ წარმოებას გაჩერების პრობლემა ემუქრება. სავარაუდოდ, ისევ ფქვილის იმპორტი განხორციელდება საქართველოში.“

თეგები: ხორბალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved