• რეკლამა
  • კონტაქტი
23:56, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს

ალია ავტორი - ალია
21:00 11-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
329

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული საქართველოში – ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112 733 ქვეყანაში დარჩა.

„ბათუმელების“ ცნობით, გამოცემამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ივლისში მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქონება დაირეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე. ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია მხოლოდ გუშინ, 2 ნოემბერს მიაწოდა.

რეესტრის მონაცემებით, 2022 წლის პირველი მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში:

რუსეთის 2 585-მა მოქალაქემ საქართველოში ჯამში 2 964 ბინა შეიძინა, საერთო ფართობით – 189 084 კვ.მეტრი.

ამავე პერიოდში რუსეთის 252-მა მოქალაქემ საქართველოში მიწის 249 ნაკვეთიც შეიძინა, რაც ჯამში 37.9 ჰექტარია [აქედან რუსეთის 53 მოქალაქეს  მიწის 61 ნაკვეთი შენობა-ნაგებობების გარეშე აქვს შეძენილი, 199-მა მოქალაქემ კი  მიწის 188 ნაკვეთი შენობა-ნაგებობებიანად შეიძინა].

როგორც საჯარო რეესტრში ამბობენ, აღნიშნული მონაცემები დამუშავებულია რუსეთის მოქალაქეების პასპორტის მონაცემების მიხედვით.

რუსეთის მოქალაქეების მონაცემები/რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ასეთია: 

  • იურიდიული პირი – 711
  • ინდმეწარმე – 9 789
  • ბინის შემძენი მოქალაქე – 2 585
  • მიწის შემძენი მოქალაქე – 252
  • შეძენილი ბინების ფართობი – 189 084 კვ.მ
  • შეძენილი მიწის ფართობი – 37.9 ჰა

„ბათუმელებმა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, საქართველოში უცხოელების დასაქმების შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოში დასაქმდა 1 493 უცხოელი. აქედან 977 დასაქმებული რუსეთის მოქალაქეა.

თეგები: რუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved