რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი, დღეს შეერთებულ შტატებში ბრუნდება, – ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და, მომდევნო კვირიდან, ელის შეხვედრებს აშშ-ში, კოლეგებთან“, – იუწყება მედია.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და მისი ამერიკელი კოლეგა, ჯო ბაიდენი, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს, შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ელჩებს დააბრუნებდნენ ვაშინგტონსა და მოსკოვში.
„ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ვაგრძელებთ პროგრესს“, – ამბობს ანტონოვი. მისივე თქმით, მომდევნო კვირა შეხვედრებით დატვირთული ექნება.
რუსეთმა აშშ-დან საკუთარი ელჩი მარტში, მას შემდეგ გაიწვია კონსულტაციებისთვის, რაც ბაიდენმა თქვა: „დიახ, ვფიქრობ, რომ პუტინი მკვლელია“. ამის შემდეგ კი, ამერიკის ელჩიც დაბრუნდა ვაშინგტონში. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, კონსულტაციები იყო.
კომენტარები