ოდესის ცენტრზე ოკუპანტების იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არის ადგილობრივი ტელეარხის ჟურნალისტი ხრისტინა ლისენკო.
პირველი საქალაქო არხი იუწყება რომ ქალაქზე დრონებით თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როცა ლისენკო სამსახურში მიდიოდა.
“დილით, პირველი შეტევისას დაიღუპა ხრისტინა ლისენკო, პირველი საქალაქო [არხის] პროდიუსერი. ის, უბრალოდ, სამსახურში მიდიოდა … ოფისამდე სამი კვარტალიღა ჰქონდა დარჩენილი”, – იუწყება ტელეარხი.
18 ნოემბერს რუსეთმა ოდესის ცენტრზე სამჯერ მიიტანა იერიში, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაიჭრა 19 პირი.











კომენტარები