• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსეთ-უკრაინის ომში ივანიშვილის რეჟიმი დიდ როლს ასრულებს, ამიტომ პუტინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი არსებობა!“ – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
19:59 07-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
594

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია. 

– პოლიტიკური პროცესი ისევ ჩიხში მოექცა. მე ვატყობ, ხალხს სხვა გზას არ უტოვებს ხელისუფლება, გარდა სპონტანური არეულობისა. თქვენ რას იტყვით?

– მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ, როგორ წავა პროცესები. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ამასწინათ დავწერე „ფეისბუქზე“, იმედგაცრუებები, ასეთი შემთხვევები, როგორიც იყო ბოლოს, ამ 6 თვის განმავლობაში მეტი და მეტი იქნება. ამიტომ, საჭიროა სიმტკიცე და ამ პროტესტის შენარჩუნება. პროცესის მიმდინარეობის დროს არარელევანტურად მიმაჩნია ისეთი ეგზოტიკური ფიგურის, როგორიც  ღარიბაშვილია, გადადგომის მოთხოვნა. ღარიბაშვილზე, კობახიძეზე და მათნაირებზე საზოგადოებამ დრო არ უნდა დაკარგოს, რადგან ხელისუფლებას წარმოადგენს ერთი კაცი და სხვა დანარჩენი მისი მარიონეტია. თუ ბიძინა ივანიშვილი შეძლებს ქართული საზოგადოების გადატეხვას და კრემლის ოცნებების აღსრულებას საქართველოში, მაშინ პირდაპირ ვამბობ: ქართული საზოგადოება არ ყოფილა ევროპული მომავლის ღირსი.

რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს საქართველოში ივანიშვილის რეჟიმი. რუსეთ-უკრაინის ომში ივანიშვილის რეჟიმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ომის მიმდინარეობის განმავლობაში პუტინი ბევრ რამეში გამოიყენებს ივანიშვილს და ამიტომ პუტინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ივანიშვილის რეჟიმის არსებობა, დეტალებში არ შევალ. ყველამ ყველაფერი იცის და ყველა ყველაფერს კარგად ხედავს.

– 10 წელი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების  შიშით აცხოვრა ხალხი ივანიშვილმა. ახლა რუსეთთან ომით აშინებს ხალხს, რადგან „ნაცები დაბრუნდებიან“ აღარ მუშაობს. მართლა ასეთი მშიშარაა ქართველი ხალხი,  ამ შიშის გამო, ივანიშვილის ავტოკრატიზმს, ერთი კაცის ხოშს, მის მმართველობას და მისგან გამომდინარე ათას უბედურებას იტანს?

– ეს უკვე სასაცილოა და ესეც ამონარიდია ეფესბე-ს სახელმძღვანელოდან. „მშვიდობა თავისუფლების სანაცვლოდ“ ქართული საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი აყოლილია და იზიარებს მიმდინარე პროცესებისადმი ხელისუფლების ასეთ მიდგომას. მთლიანობაში კი ქართული საზოგადოების დაშინება შეუძლებელია, ჩვენ არ ვართ მშიშარა საზოგადოება. ჩვენი მიზანია საბოლოოდ მოვწყდეთ რუსულ ორბიტას და საბოლოოდ დავუბრუნდეთ ჩვენს ბუნებრივ ნავსაყუდელს, ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენ ვერ დავრჩებით ფარდის მიღმა. ხოლო რაც შეეხება ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებას, რომლითაც აპელირებს ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იმედია ვერ იმუშავებს, რადგან ბიძინა ივანიშვილმა სამხარაძეების, კობახიძეების, მათიკაშვილების, ოხანაშვილების და ძმათა მათთა სახით ნაცები დიდი ხანია ხელისუფლებაში დააბრუნა.

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved