• რეკლამა
  • კონტაქტი
10:41, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება უმაღლესი ეროვნული ამოცანაა” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
16:19 02-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები უსმენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამას. სხდომის წამყვანი არის თინა ბოკუჩავა, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე. შეხვედრას არ ესწრებიან „ლელოსა” და „საქართველოსთვის” წევრები.

კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას უმაღლეს ეროვნულ ამოცანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა დაასახელა. მისი თქმით, მთავრობა აქტიურად იზრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების დაცვაზე.

„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, არის, ბუნებრივია, ჩვენი არა მარტო სამთავრობო პრიორიტეტი, არამედ უმაღლესი ეროვნული ამოცანა.

პარალელურად გაგრძელდება, ბუნებრივია, არაღიარების პოლიტიკის წარმატებით წარმოება. ამ მხრივ ჩვენი მთავრობის საქმიანობა წარმატებული იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. ასევე გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას მომავალში და აქტიურად ვიზრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება”, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, ამჟამად პარლამენტის წინაშე წარადგინა 10-თვიანი გეგმა, რომელშიც საუბარია დაწყებული ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე.

„ამის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენი საარჩევნო პროგრამის საფუძველზე წარმოგიდგენთ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას, რომელშიც ასახული იქნება სამთავრობო ინიციატივები”, – დაამატა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved