რუსმა ჯარებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფო დაბომბეს, ოთხი ექიმი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
უკრაინის ხარკოვის რაიონის სოფელ სტრელეჩიაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ოთხი სამედიცინო მუშაკი, დაშავდა ორი პაციენტი, განაცხადა ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, მასიური დაბომბვა განხორციელდა რუსული ჯარების მიერ და ეს მოხდა პაციენტების ევაკუაციის დროს. ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ხარკოვის რეგიონალური საავადმყოფოს 600 პაციენტიდან 30 ევაკუირებულია.
კომენტარები