• რეკლამა
  • კონტაქტი
03:56, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსები დააჯერეს, რომ საბჭოთა კავშირმა მარტომ მოიგო ომი ფაშისტურ გერმანიასთან“ – ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
19:38 10-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,007

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, უსაფრთხოების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია.

– უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებამ ამერიკაში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში – ნატო-ს სამხედრო ბაზაზე, მოსალოდნელი შედეგი უკვე გამოიღო?

– რა თქმა უნდა, აქ ორი აზრი არ არსებობს. უკრაინის არმია ბევრად ძლიერია და უკეთ მომზადებულია, ვიდრე ომის დასაწყისში. თან, პრინციპში, რუსული და უკრაინული სამხედრო-საბრძოლო სკოლები ერთ დონეზე იყვნენ იმთავითვე. საბჭოთა კავშირი იმიტომ იყო ძლიერი, რომ რუსულ-უკრაინული სამხედრო პოტენციალის გაერთიანება იყო. აქვე ბელარუსიც უნდა ვახსენოთ და ზოგადად, სლავური რესპუბლიკები. კი, დანარჩენი 12 რესპუბლიკის წვლილიც იყო, მაგრამ სამი მთავარი რესპუბლიკა სამხედრო პოტენციალით, ესენი იყვნენ. ცხადია, მეორე მსოფლიო ომში, მთავარი დამრტყმელი ძალა, სწორედ ამ სამი რესპუბლიკის სამხედრო შენაერთები იყვნენ. ამ შენაერთებში დანარჩენი 12 რესპუბლიკის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ, მათ მარშლები და გენერლებიც ჰყავდათ, მაგრამ რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის უპირატესობა აშკარა იყო. საბჭოთა კავშირის დროს, სხვათა შორის, არავის არაფერს უკარგავდნენ, ყველა რესპუბლიკას თავისას მიაგებდნენ. მერე, საბჭოთა კავშირი, როცა დაიშალა, რუსეთმა დაიწყო ისტორიის გადაწერა. ჯერ რუსები დააჯერეს, რომ საბჭოთა კავშირმა მარტომ მოიგო ომი ფაშისტურ გერმანიასთან და მოკავშირეების დახმარებას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა. თითქოს, ამერიკა და ბრიტანეთი რომ  არ ჩარეულიყვნენ ომში გერმანიის წინააღმდეგ, მაინც მოიგებდნენ  იმ  ომს, რაც სრული აბსურდია. ამის მერე რუსებს დააჯერეს, რომ გერმანიასთან ომი რუსებმა მოიგეს, მხოლოდ რუსეთის ზურგზე გადაიარა ომის ყველაზე დიდმა ბრძოლებმა. ამით, დააკნინეს ყველა დანარჩენი რესპუბლიკის წვლილი, პირველ რიგში, უკრაინელებისა და ბელარუსებისა. უკრაინელებს მეორე მსოფლიო ომში, რუსებზე ნაკლები საბრძოლო სულისკვეთება არ ჰქონიათ. ახლა გამოჩნდა, რომ ამ იდეოლოგიურმა ტყუილმა, ამ პროპაგანდამ ძალიან ცუდად იმუშავა და პირველ რიგში, რუსული არმიისთვის. რუსი ჯარისკაცები გაოგნებულნი არიან უკრაინელთა ბრძოლისუნარიანობით, ეს ძალიან უკვირთ და ამას ღიად აცხადებენ. არადა, ეს მათთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო. სიმართლე რომ არ დაემალათ მათთვის. გამოვიდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში გაგზავნა ჯარი, რომელმაც მტრის  საბრძოლო შესაძლებლობები,  პოტენციალი არ იცოდა სრულად. ეს კი მოწინააღმდეგის შეუფასებლობაა, რაც დამღუპველია ომში. შესაბამისი შედეგიც სახეზეა. შტემენკო, როკოსოვსკი, ერემენკო,  ბაპენკო, კულიკი,  ბატიცკი, მალინოვსკი, ტომოჩენკო, ვოროშილოვი, ტუხაჩევსკი და კიდევ არაერთი გენერალი და მარშალი უკრაინელები იყვენ. მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების შექმნაში და მეორე მსოფლიო ომში. ტუხაჩევსკი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ბევრი გააკეთა საბჭოთა არმიის შესაქმნელად.

თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved