საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა (IPC) განაცხადა, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს პეკინის 2022 წლის პარაოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალათ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ზამთრის თამაშები პარასკევს უნდა დაიწყოს.
უწყების ცნობით, საქმე ეხება უსაფრთხოების საკითხსაც, რადგან სპორტსმენთა ოლიმპიურ სოფელში ვითარება რთულდებოდა.
“IPC-ში ჩვენ ძალიან მტკიცედ გვწამს, რომ სპორტი და პოლიტიკა არ უნდა იყოს შერეული. თუმცა, საკუთარი ბრალის გარეშე, ომი ახლა მოვიდა ამ თამაშებზე და კულისებში ბევრი მთავრობა ახდენს გავლენას ჩვენს სანუკვარ ღონისძიებაზე”, – თქვა IPC-ის პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსმა.
სანქციები ორივე ქვეყნიდან 83 სპორტსმენს შეეხო .
კომენტარები