„ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა,“- „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:
„მაშინ, როდესაც, ხელისუფლება ჩადის დანაშაულს და მიდებს იარაღს, შემდეგ ვერ ამტკიცებს ამას, მიდის აბსურდული პროცესები, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის ტყუილით, ცილისწამებით და ტრაგედიებით მანიპულირება.
იმდენად დაინტერესებულები არიან, განსხვავებული აზრის მქონე პირის ციხეში გამოკეტვით, რომ გონიათ, საკუთარ დანაშაულს ბინძური ტყუილებით, და აბსურდით გადაფარავენ.
“ქართლი ოცნების” მიერ აგორებული და სამთავრობო მედიის მიერ მხარდაჭერილი ეს ცილისმწამებლური კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ეს საბჭოთა რუსული მეთოდია და გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლის დადგენას ხელს ვერ შეუშლის.”
კომენტარები