• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რურუა და 8 მარტის შეთანხმება – აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილება შედის

ალია ავტორი - ალია
20:09 06-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
WASHINGTON, DC - OCTOBER 16: Chairman James Risch speaks  to Brian Hook State department Special Representative for Iran as he testifies during the Senate Foreign Relations Committee Holds Hearing On US-Iran Policy on October 16, 2019 in Washington, DC.  (Photo by Tasos Katopodis/Getty Images)

Facebook-ზე გაზიარება
36

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შედის ცვლილება. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის და ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ – გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის იმის წინაპირობა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კბლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

“სენატი კვლავ გამოხატავს სურვილს გაგრძელდეს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მმართველობის და ეკონომიკის რეფორმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კეთილი ნების გამოხატვას ამ რეფორმების გატარებაში.

მოუწოდებს მთავრობას და პოლიტიკურ ლიდერებს უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და ერთად იმუშაონ თავისუფალი პრესის, კერძო ბიზნესის ასაშენებლად და კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მმართველობის შესაქმნელად.

ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმაზე ეუთოს რეკომენდაციების იმპლემენტაციის მნიშვნელობას, რაზეც საქართველოს პოლიტიკური პარტიები 8 მარტს შეთანხმდნენ.

მოუწოდებს მთავრობას გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია დამოუკიდებელი სასამართლოს გზით, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნის გამჭვირვალეობის გაზრდით ყველა ინსტანციაში და დაასრულოს იმ მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკა, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ ან მათდამი ლოიალურები არიან.

ადასტურებს, რომ ამ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების იმპლემენტაცია არის კრიტიკული მნიშვნელობის იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს და აღადგინოს ნდობა მათი მხრიდან დემოკრატიული განვითარების და დასავლეთში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერისადმი.

ცნობს მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, მშვიდობიანი და 8 მარტს შეთანხმებული წესების მიხედვით წარმართული.”

ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved