• რეკლამა
  • კონტაქტი
02:06, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუბიოს თქმით, ტრამპს უკრაინაში ომის არა დროებით შეჩერება, არამედ მისი დამთავრება სურს

ალია ავტორი - ალია
19:34 02-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
870

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკრაინაში არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე სურს შეთანხმების მიღწევა, არამედ ომის სრულად დამთავრებას ცდილობს

“ამჟამად მას ომის დამთავრება სურს. იგი მხოლოდ დროებით შეჩერებას არ ცდილობს. მას უნდა [ომის] დამთავრება და ეს რთული იქნება, და ეტაპობრივად მოხდება”. – თქვა რუბიომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპმა იგივე გზავნილი რუსეთს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გადასცა, ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა, მან განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა, ეტაპობრივად წარიმართოს.

“ამაზე შეთანხმება არ არის, მოლაპარაკებების ნაწილიც არ ყოფილა, მაგრამ უბრალოდ ვამბობ ამას – და შემდგომ დახმარების დერეფნების გახსნა და უზრუნველყოფა, რომ ორივე მხარე მიზანში არ იღებს ერთმანეთის ენერგოინფრასტრუქტურას. ასე რომ, ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები”. – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ამასთანავე, რუბიოს აზრით, ტრამპი “ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მსგავსი რამ შეძლოს, თუმცა ეს გლობალური ძალისხმევა უნდა იყოს”. მისი თქმით, “ეს მხოლოდ ჩვენ, მხოლოდ ევროპა ან NATO არ არის. ვგულისხმობ, რომ მსოფლიოს ქვეყნებსაც მოუწევთ მონაწილეობის მიღება”.

ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებით ევროპამ უნდა უზრუნველყოს:

“ეს ევროპელებზე იქნება, რომ მზადყოფნა გამოხატონ და პასუხისმგებლობა აიღონ ამისთვის – მაგრამ მრავალი სენსიტიური საკითხია, რაზეც სალაპარაკოა: ტერიტორიული პრეტენზიები, შეიარაღებაზე კონტროლი და მსგავსი ბუნების საკითხები, ენისა და კულტურული საკითხები, ამ ყველაფერზე სამუშაო გვექნება”. – თქვა რუბიომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ “აშშ-ს უკრაინის გრძელვადიან დამოუკიდებლობაში ინტერესი ექნება”.

12 თებერვალს პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ “აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი”, რა პოზიციაც მოგვიანებით დონალდ ტრამპმაც გაიზიარა, რომელმაც თქვა, რომ ჰეგსეთის მიერ გაკეთებული განცხადება სწორი იყო.

წყარო – ტაბულა

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved