პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დმანისში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე, ტვ პირველთან გააკეთა კომენტარი და თქვა:
“რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს არის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდა, მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, როცა ვიღაცა დეგენერატმა მეორე კაცი დაჭრა? მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?
პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ, იმ მუდმივ ძალადობაზე, ბოროტებაზე, რაც ყოველდღიურად გადმოედინება თქვენი არხებიდან. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თქვენმა ბინძურმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზია ბინძურია”
ირაკლი კობახიძე ასევე მოუწოდებს ყველა პარტიის საარჩევნო შტაბს, რომ მათ შეძლონ თავიანთი მხარდამჭერებისა და აქტივისტების დაწყნარება, რათა კონფლიქტი და დაპირისპირება არ მოხდეს.
კომენტარები