• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, ორშაბათი, 20 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როცა ქვეყანა კვდება და ამაზე დუმს ამ ქვეყნის “ეროვნული ნაკრები”, ერთიანობაც კვდება” – ნიკა ქავთარაძე

ალია ავტორი - ალია
20:50 11-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,561
მსახიობი, იუმორისტი, ნიკა ქავთარაძე:
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებო!
ახლა ალბათ სოციალურ ქსელებში ნახულობთ ნაწყენი ხალხის – საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების პოსტებს, კომენტარებს.
დარწმუნებული ვარ “მეგობრებიც” სულ სქრინებად გიყრიან, ყველა ასეთ რეაქციას. თქვენითაც და “მეგობრების” შეჩიჩხინებითაც ბრაზობთ, იმახსოვრებთ ავტორებს, აგინებთ გულში, ან ხმამაღლა, ბლოკავთ და თავს ირწმუნებთ, რომ ამის მიზეზი რამე ძალაა და არა უშუალოდ თქვენ.
თქვენ შორის დიდი ასაკის ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბის ქართველებმა და ზოგადად 30+ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ იცის, რომ თავგადაკლული ფანი და გულშემატკივარი ვიყავი, მთელი ზრდასრული ცხოვრება.
სტუდენტობისას, მგზავრობის ფულს არ ვხარჯავდი, ერთი თვე ფეხით დავდიოდი, რომ ნაკრების ბილეთი მეყიდა( ასევე იქცეოდნენ ჩემი მეგობრებიც).
ტრიბუნაზე “სემიჩკის” ჭამის და დედის გინების გარდა მაშინ არაფრის კეთება იცოდა ხალხმა. საქართველოს ჰიმნიც კი არ იცოდნენ. (ერთხელ გერმანიის ჰიმნზე დაიწტო ტრიბუნამ სიმღერა)
დაახლოებით 10-15 ბიჭი ვცდილობდით ფეხბურთელს ეგრძნო, რომ სახლში, სამშობლოში თამაშობდა და 80 ათასს (მაშინ დინამოზე მაგდენი ეტეოდა) ვაიძულებდით ტაში დაეკრა, საქართველო ეყვირა, მხარი დაეჭირა ნაკრებისთვის და მოწინააღმდეგისთვის ხელი შეეშალა.
თქვენზე სიმღერებს ვწერდით, კლიპებს ვიღებდით.
ნელ-ნელა ეს გამოგვივიდა. ხალხმა დროშებით და მაისურებით სიარული დაიწყო სტადიონზე.
ჰიმნიც სხვანაირად, ამაყად იმღერებოდა.
რატომ? ნაკრები რომ იგებდა და იგებდა მაგიტომ?
არა!
ჩვენი ნაკრები არასდროს იყო ასეთი.
მაგრამ ქვეყანა ცდილობდა, რომ ერთიანი ვყოფილიყავით.
ერთიანი ქვეყანა კი საკუთარი ცუდი ნაკრების გვერდშიც ერთიანი იყო.
დღეს რომ გვყავს ასეთი ვარსკვლავები, ამდენი ევროპაში მოთამაშე ლეგიონერი, არც არასდროს გვყოლია.
მაგრამ ქვეყანაა ცუდ დღეში – უსამართლობა, მონობა, ტერორი, შიმშილი, სიკვდილი, თქვენი და ქვეყნის გულშემატკივრებით სავსე ციხეები. ამის მიზეზი კი ერთია მხოლოდ- ბიძინა ივანიშვილი და მისი მმართველობა.
ქუჩაში საქართველოს დროშის ტარებისას იჭერენ, ცემენ და ციხეში უშვებენ ხალხს. იმ დროშის, თქვენთვის რომ მოგვაქვს ხოლმე ათასობით ადამიანს სტადიონზე.
ჰიმნის სიმღერისას დასცინის პოლიცია – ჰიმნის, რომელსაც ერთად ვმღერით ხოლმე სტადიონზე.
და როცა ქვეყანა კვდება და ამაზე დუმს ამ
ქვეყნის “ეროვნული ნაკრები”, ერთიანობაც კვდება.
ნაკრებს ქართველი ვერ შეიძულებს, ისევე, როგორც ჯარს.
მაგრამ კონკრეტულ ადამიანებზე კი გული ნამდვილად გაუტყდება, გაბრაზდება და რაღაც მომენტში ხელსაც ჩაიქნევს.
ხალხი ისევ ხმის ჩახლეჩვამდე ყვირის!
ხალხი ისევ საქართველოს სკანდირებს!
ხალხი ისევ აფრიალებს ხუთჯვრიან დროშებს!
ხალხი ისევ ომახიანად მღერის ჰიმნს!
მაგრამ ახლა, ქვეყნის ქუჩებში უწევს ამის კეთება, რომ სამშობლო მტრებისგან დაიბრუნოს.
თვენი თითო სიტყვა, პოსტი ან მათთან მისვლა, ნიშნავს რომ ისევ ერთიანდება ქვეყანა მტრის წინააღმდეგ, როგორც სდადიონებზე მეტოქის პირისპირ.
თქვენი მხარდაჭერა ნიშნავს, ყველაფერზე მაღლა საკუთარი ხალხის გაჭირვების დაყენებას.
კი, ჩაკეტილი, კლანური სისტემაა ქართული ფეხბურთი, ყველა ვიღაცასთან ხართ ვალში. მაგრამ თქვენ იმაზე დიდი ხმა შეგიძლიათ გააგონოთ საკუთარ ხალხს და მსოფლიოს, ვიდრე მებისმიერი მთავრობის წევრმა, რამდენი მილიონიც და პოლიციელიც არ უნდა ედოს ჯიბეში.
“ნურაფრის ნუ გეშინიათ!” არა მარტო მოედანზე, არამედ საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლაშიც!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved