• რეკლამა
  • კონტაქტი
23:12, შაბათი, 2 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როცა ილია მეორეს მისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედო ხელში, გარდაცვლილმა ხელი გაშალა – წმინდანი, რომელიც საფლავიდან ისე გეხმარება, როგორც ცოცხალი

ალია ავტორი - ალია
16:10 05-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

დღეს სქემარქიმანდრიტ ვიტალი (სიდორენკო)-ს დაბადების დღეა. მამა ვიტალი მთელი თავისი სიცოცხლე უფალს და ხალხს ემსახურებოდა. ასეა დღემდე. მონაზონთა გადმოცემით, მას უთქვამს “მოდით ჩემს საფლავზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო”.

მამა ვიტალი დასაფლავებულია თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში. მის საფლავზე ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.

„თუ გეყვარებით, არც მწუხარება გექნებათ, არც გულგატეხილობა არასოდეს დაეცეთ სულით და ყოველთვის იქონიეთ ღვთის დახმარების და წყალობის იმედი.

ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში, ყოველთვის უნდა იმეოროთ: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.- მამა ვიტალი.

სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო) 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. მან თავისი გარდაცვალების შესახებ, წინასწარ იცოდა. გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე, ძალიან ცუდად გახდა, მეტყველების უნარი დაკარგა და სხეულის მარჯვენა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა.

მასთან ხშირად მიდიოდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II. გარდაცვალების შემდეგ, ცხედარი, დაასვენეს წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის ტაძარში.

მიცვალებულს წესი უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როდესაც მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი, ისევ შეკრა.

რუსი ბერის, მამა ვიტალის საფლავზე, რომელსაც ძლიერ უყვარდა საქართველო და ქართველები, ყოველდღიურად მიდიან მორწმუნეები მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ, მადლობას უხდიან აღსრულებული სასწაულებისათვის, ისევ ახალ თხოვნას უტოვებენ და დიდი სიყვარულითა და იმედით აღვსილნი მიდიან.

„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის!

რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ – სქემარქიმანდრიტი ვიტალი.

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: საქართველოს პატრიარქისქემარქიმანდრიტ ვიტალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved