რომის პაპის ფრანცისკე საჯარო მსახურებაზე პირბადით პირველად გამოჩნდა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მსახურებას, 83 წლის პაპთან ერთად, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეო და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მაღალი იერარქიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პაპმა, ისევე, როგორც მსახურებაზე მყოფმა სხვა პირებმა, მიმართვის წაკითხვისას პირბადე მოიხსნა, თუმცა კითხვის დასრულების შემდეგ, ის კვლავ გაიკეთა.
ღვთისმსახურება რომში, სანტა მარია არაკოელის ტაძარში ჩატარდა და სასულიერო პირებმა მსოფლიოში მშვიდობისთვის ილოცეს.
პაპი, უმეტესად სოციალურ ქსელში, კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა იმის გამო, რომ სხვადასხვა აუდიენციისა და სტუმრების მიღების დროს პირბადეს არ ატარებდა
კომენტარები