• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომელი სტანდარტების მოქმედებდა ტაბულა, როდესაც ელისაშვილისა და ე.წ. „ტროლის“ პირადი მიმოწერა  მთავარ ამბად აქცია?” – იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
19:34 11-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175
დეპუტატი, ლევან იოსელიანი:
“რომელი პროფესიული სტანდარტების დაცვით მოქმედებდა ტაბულა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილისა და არაიდენტიფიცირებადი პირის ე.წ. „ტროლის“ პირადი მიმოწერა გუშინ საღამოს მთავარ ამბად აქცია?
პირველ რიგში აღვნიშნავ, ფაქტი რომ ალეკომ ვიღაცას აგინა არც ჩემთვის არის მოსაწონი და მისაღები და ალბათ, ჯობდა ალეკოს, ვინმე ობობას შხამიანი პოსტი უკომენტაროდ დაეტოვებინა, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი და გასაკვირია გავრცელებული ნიუსის შინაარსი და ფორმა.
ტაბულას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, მის მიზანს წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების წახალისებითა და ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების დაცვით, ხელი შეუწყოს პროდასავლურ ორიენტაციას, პოლიტიკური პლურალიზმისა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.
საინტერესოა რამდენად თავსებადია ამ მიზნებთან, ალექსანდრე ელისაშვილსა და ტროლს შორის პირადი მიმოწერის მთავარ ამბად ქცევა და ამ ფორმით გამოქვეყნება. გასაკვირია, რატომ არ მიუთითა „უმაღლესი პროფესიული სტანდარტების“ მედია საშუალებამ, ტროლის სახელი და გვარი, რომელიც სავარაუდოდ მისთვის მაშინაც და ახლაც ცნობილი იყო.
ასევე, გაურკვეველია რა ინფორმაციული ღირებულების მატარებელი იყო, „ტროლთან“ პირადი მიმოწერის გამოქვეყნება. ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ არანაირი პროფესიული სტანდარტის დაცვა არ მომხდარა და ამ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთ მიზანს ადამიანის დისკრედიტაცია და მის მიმართ აგრესიის გაღვივება წარმოადგენდა.
ტაბულამ, რომელიც უმაღლეს პროფესიულ სტანდარტსა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე დებს თავს, უნდა იცოდეს რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების თანახმად (Delfi AS v. Estonia), მედია საშუალებამ არა თუ არ უნდა იმოქმედოს პირის მიმართ აგრესიის გაღვივების მიზნით, არამედ მედია პორტალს ეკისრება ვალდებულება ეფექტური ზომები მიიღოს სიძულვილის ენისა და ძალადობის წამქეზებელი გამონათქვამების შემცველი მოწოდებების გავრცელების შეზღუდვის მიზნით. მედია პორტალი პასუხისმგებელია მისი მომხმარებლების, როგორც იდენტიფიცირებული, ისე არაიდენტიფიცირებულის მიერ, გამოქვეყნებულ კომენტარების შინაარსზე.
ტაბულას მიერ, გამოქვეყნებული ახალი ამბის ქვეშ გაკეთებული კომენტარები კი ცხადყოფს, რომ ტაბულამ არც ეს ვალდებულება შეასრულა, რამდენადაც აღნიშნული ახალი ამბის მიზანს, სწორედ ალეკოს დისკრედიტირება და მისი მიმართ აგრესიის გაღვივება წარმოადგენდა.
დღევანდელ რეალობაში, მაშინ როდესაც სოციალური ქსელი ინფორმაციის მიღების ერთ ერთ ძირითად წყაროდ იქცა, სოციალური ქსელიდან ინფორმაციის აღება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა კარგი იქნება თუ საქართველოში მოქმედი მედია საშუალებები მინიმალურ პროფესიულ სტანდარტებს მაინც დაიცავენ, აღნიშნულ სფეროში, ხოლო ჩემთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტია, რომ ტაბულა, რომელიც საზოგადოებამ კახა ბენდუქიძის ანალიტიკური სტატიებით გაიცნო, ტროლებით ჟონგლიორობამდე მივიდა.”

+18 – “მოგი@@ნავ დედის @@@@@@” – რა მისწერა ელისაშვილმა მოქალაქეს

თეგები: ალეკო ელისაშვილილევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved