ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე, თქვა:
“სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. ის იყო ღამით, როდესაც ვითომ ვიდეოს დებდა, სასტუმრო რიქსოსში. ახლა, ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ, შეიძლება, დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. შსს-ში ამბობენ, რომ მას საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
ცოტა ხნით ადრე, “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი კურორტ ტრუსკავეცშია.
კომენტარები