• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელ სამხედრო ბაზაზე დაიწყო აშშ–მ ბომბდამშენების მობილიზაცია და რატომ? – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
00:09 04-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,097
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
აშშ-მ ინდოეთის ოკეანეში ჯერ კიდევ ბრიტანულ კუნძულ დიეგო გარსიას სამხედრო ბაზაზე სტრატეგიული ბომბდამშენების მობილიზაცია დაიწყო. მოაზრებულია რომ ეს შეიძლება ირანზე ზეწოლის ან შემდგომი დარტყმის წინაპირობა იყოს.
ამით ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე ზეწოლასა და იძულებას ცდილობს წამოვიდნენ მოლაპარაკებებზე ურანის გამდიდრებისა და ზოგადად ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ.
ამასთან, საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკა უკრაინაზე ექსკლუზიურ ფოკუსს ხსნის და სხვა საერთაშორისო კრიზისებზეც აკეთებს აქცენტს. აშშ-სათვის უკრაინა-რუსეთის საკითხი არ აღმოჩნდა სწრაფი შედეგების მომტანი. აქედან გამომდინარე სხვა საგარეო პოლიტიკური საკითხის გადაჭრის მცდელობის წინ წამოწევა ხდება.
ზეწოლა უეჭველ ომს არ ნიშნავს. პირიქით, ზეწოლა ხშირად მოლაპარაკების იძულება შეიძლება გახდეს. მაგრამ ამ იძულების წარუმატებლობის შემთხვევაში არავინ იცის როგორი რეაქცია იქნება აშშ-ს, რომლის ამ ადმინისტრაციას ჯერჯერობით საგარეო პოლიტიკური წარმატება არ აქვს.
კონტექსტიც მნიშვნელოვანია: ისრაელში ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვარაუდობდნენ რომ ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნისაგან. ახლა ირანი მართლაც შეიძლება ძალიან ახლოს იყოს ამ შედეგისაგან, შესაბამისად, თუკი ახლა აშშ, ისრაელი და მათი მოკავშირეები რაიმეს აპირებენ, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბოლო შანსი ამის მისაღწევად – მშვიდობით, ზეწოლით თუ ძალით.
ზოგადად კი ირანის წინააღმდეგ მოქმედება ადვილი ნამდვილად არ იქნება. ეს ძალიან დიდი ზომის სახელმწიფოა, კარგად გამაგრებული მიწისქვეშა სამხედრო ობიექტებით. მაგრამ რამდენადაც საშიშია ირანი, იმდენად მყიფეა მისი შიდა პოლიტიკური სტაბილურობა. შესაბამისად, რეჟიმის მარცხი ან სისუსტე მისი ჩამოშლის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ამ კომპლექსური სიტუაციიდან გამოსავალი ზეწოლა და ახალი შეთანხმების გაფორმება, სამხედრო მოქმედება ან დათმობა და ფოკუსის ცვლილება იქნება. რა როგორ შედეგს მოიტანს – რთული სათქმელია. ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნა ან არსებობის დადასტურება, სხვა ისლამურ სახელმწიფოებში მისი შექმნის მოტივაცია შეიძლება გახდეს.
შეგახსენებთ, მიუხედავად აქტიური ზეწოლის, სანქციებისა და მუქარისა, ჩრდილოეთ კორეამ 2006 წელს შექმნა და ბირთვული იარაღი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved