• რეკლამა
  • კონტაქტი
14:25, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომელ განათლებაზე ვსაუბრობთ, როცა მასწავლებლების უმეტესობა იმასაც ვერ ბედავს, კოლეგის მიმართ სოლიდარობა გამოხატოს?” – რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:23 12-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154
ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
ჩვენი მოსწავლეების შეფასების მაჩვენებელი მხოლოდ იმიტომ კი არ არის დაბალი, რომ ბავშვების ნაწილი მართლაც შიმშილობს და მშიერ ბავშვს საკითხზე კონცენტრირება უჭირს,
არამედ და უფრო იმიტომ, რომ,
როცა ია კერზაია იმსხვერპლა სისტემამ, პედაგოგების, დირექტორების, მშობლების რეაქცია იყო ნული;
ახლა რომ მაია ეკალაძე შიმშილობს, სისტემას უპირისპირდება, თითქმის ყველა პედაგოგის, დირექტორის, მშობლის რეაქცია კვლავ არის ნული;
არჩევნებში რომ ხელისუფლება მასწავლებლებს ღირსებას ულახავს, სიებით ხელში დაარბენინებს, სახეს აკარგვინებს, თითქმის ყველა დირექტორის, მასწავლებლის, მშობლის რეაქცია არის ნული…
რომელ განათლებაზე ვსაუბრობთ საერთოდ, როცა მასწავლებლების უმეტესი ნაწილი იმასაც ვერ ბედავს, საკუთარი კოლეგის მიმართ სოლიდარობა გამოხატოს?
განათლება თავისუფალ, ღირსეულ, მოსწავლეზე ორიენტირებულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მასწავლებელზე დგას, რომელიც ხელისუფლებისგან, განათლების სისტემისგან ითხოვს იმას, რაც სწორედ რომ მისი მოსწავლეების უკეთეს განათლებას სჭირდება. ასეთი მასწავლებელი ხელფასის მომატებასაც თამამად მოითხოვს, ეკუთვნის, უნდა მოითხოვოს და მთელი საზოგადოება მხარს დაუჭერს.
ოღონდ ჯერ თვითონ ისწავლონ ერთმანეთის მხარდაჭერა, სწორი ღირებულებები გვაჩვენონ, ნუ შეეგუებიან იმ სისტემას, რომელიც მათ ღირსებას თელავს და მერე ხელფასის მომატებით ცდილობს, ამ შელახული ღირსების ვითომ აღდგენას, სასკოლო საზოგადოების კეთილგანწყობის შენარჩუნებას, რათა მათი ხმები არ დაკარგოს.
და ის უჭკვიანესი ახალგაზრდები რომ გვყავს, სულ რამდენიმე მასწავლებლის დამსახურებაა და კიდევ – არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი შესაძლებლობების, დასავლური პარტნიორების მხარდაჭერის შედეგია.
ჩვენს განათლების სისტემას მაგ წარმატებას ტყუილად ნურავინ “დააბრალებთ”, მაგ სისტემის შედეგები აგერ გვაქვს, ყოველ წელს გამოქვეყნებულ კვლევებსაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ცხოვრების ხარისხსა და დონეს ეტყობა. არჩევნებია მაგის ყველაზე თვალსაჩინო საზომი.
თეგები: ნაზიბროლა რეხვიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved