• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომ მქონდეს ფაქტები, მეუფე შიოს მხილებას არ მოვერიდებოდი” – სოსო გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:41 02-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

„ალიას“ კითხვებს პასუხობს სოსო გოგაშვილი, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც გასულ შაბათს, “ტვ პირველის” ეთერში ვრცლად ისაუბრა ციანიდის საქმეზე, თუმცა, კითხვაზე, ხომ არ არის მეუფე შიო რუსული პროექტი, მისი მხოლოდ ერთწინადადებიანი პასუხი გავიდა ეთერში, რამაც საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა.

– და მაინც, არის თუ არა მეუფე შიო, რუსული პროექტი? საკმაოდ მოკლე იყო ამასთან დაკავშირებით თქვენი პასუხი, რამაც გარკვეული ეჭვები გააჩინა.

– დასმული იყო კითხვა, ხომ არ იყო მეუფე შიო რუსული პროექტი? – და ეთერში გავიდა ჩემი პასუხი ერთი წინადადებით, რომ მე არა მაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მელაძესთან ინტერვიუს დროსაც (რომელიც რეალურად თითქმის 3 საათი გაგრძლდა) ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – ჩემ სამსახურს არ ჰქონდა რამე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მეუფე შიოს შეიძლება რუსულ სპეცსამსახურებთან ჰქონდეს კავშირი და სწორედ ამიტომ არა მაქვს არანაირი საბაბი ვიფიქრო, რომ ის რუსული პროექტია. არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი ოპერატიული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

– არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილაო და შესწავლილი გაქვთ?

– ბუნებრივია, ასეთი კავშირები როცა არსებობს, ყოველთვის იკვეთება. გამორიცხულია, რომ არ გამოჩნდეს. შესაბამისად, რაკი არ მინახავს მსგავსი დოკუმენტი, ამიტომ შემიძლია ასე თამამად იმის თქმა, რომ არ არის რუსული პროექტი. მელაძემ ინტერვიუს დროს მაჩვენა ორი პირის ფოტოსურათი, რომლების რუსეთიდან ჩამოვიდნენ, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, მღვდელმთავრების რეიტინგის შესასწავლად, რათა დაედგინათ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო პატრიარქობის კანდიდატი, ასე ვთქვათ და მელაძემ მკითხა, ხომ არ იყო დროში თანხვედრაში მღვდელმთავრების რეიტინგის დადგენა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებასთან. ვერ გავიხსენე ქრონოლოგიურად მაშინ, როგორ იყო და ვთქვი კიდეც, არ მახსოვს-თქო, ინტერვიუს შემდეგ გადავამოწმე და მეუფე შიო უკვე მოსაყდრე იყო, როცა ის ორი პირი ჩამოვიდა. დროში თანხვედრაში ეს დეტალიც არ აღმოჩნდა.

– თუმცა, თქვენ მელაძეს იმაში დაეთანხმეთ, რომ შესაძლოა, პატრიარქმა სწორედ იმიტომ დაიყენა მოსაყდრედ მეუფე შიო და სწორედ იმიტომ დაიყენა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მოხდა, რომ მისკენ მიმართული შეთქმულებები შეეჩერებინა…

– ეგრე არ მითქვამს, თავად დასვა კითხვა ასე, ვუპასუხე და თქვენც იგივეს გეტყვით, პატრიარქის ნებისმიერი მოქმედება ყოველთვის იყო და არის მიმართული ეკლესიის სიძლიერისა და სიმტკიცისთვის. არასოდეს გადაუდგამს პატრიარქს ისეთი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს და ეკლესიას დააზიანებდა.

– რომ გქონოდათ რამე ტიპის სამხილი მეუფე შიოს წინააღმდეგ, იტყოდით?

– რა თქმა უნდა, აუცილებლად ვიტყოდი, რომ მქონოდა, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ხელს დავაფარებ, თუ მეცოდინება, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან რამე ტიპის კავშირშია.

– არც სხვა მღვდელმთავრებზე გაქვთ მსგავსი ინფორმაცია?

– მღვდელმთავრებზე არა. თუმცა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირში არიან როგორც საერო, ისე სასულიერო პირები – ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგაზე უნდა იმუშაო, გამოავლინო და აღკვეთო.

თამო კეშელავა, ალია

გოგაშვილის ინტერვიუს რა ნაწილი არ გავიდა “ტვ პირველზე” და რას უყვება “ალიას” სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ?
თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved