• რეკლამა
  • კონტაქტი
07:45, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რომ მეგონა აღარაფერი აღარ მიკვირს და ყველაფერი ნანახი მაქვს თურმე სად ხარ“ – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:59 02-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,018

,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,რომ მეგონა აღარაფერი აღარ მიკვირს და ყველაფერი ნანახი მაქვს თურმე სად ხარ. ქოცის უსაქციელობის უსასრულობამ დღეს მეც კი შოკში ჩამაგდო. საზმაუს ბორდზე მოყვა რეჟისორმა, რომელიც მუშაობს უეფას ეგიდით გამართული საფეხბურთო მატჩების პირდაპირ ტრანსლაციაზე, რომ მისგან დაჟინებით ითხოვდნენ ჩვენი ნაკრების გაზაფხულის და შემოდგომის მატჩებისას, რომ კადრში მიეცა მთავრობის ლოჟა და პრემიერი, თან არაერთხელ. ეს კაცი ყვება, რომ წინააღმდეგობა გაწია, მერე დანებდა, მერე სამსახურიდან წასვლა დააპირა. მოკლედ, ბევრი რამე მოყვა.მთავარი ის იყო, რომ ზუსტად იცის ამ კაცმა, უეფას მატჩების ტრანსლირების უმკაცრესი წესები და არ უნდოდა დარღვევა, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება. მაგრამ ქოცებისთვის რა მნიშვნელობა აქვს? უეფა რომ სანქციებს დაგვიწესებს იტყვის დიფსთეითმა და გლობალური ომის პარტიამ დამსაჯეს, იმიტომ რომ ჩვენს საფეხბურთო სუვერენიტეტს ებრძვიანო. მოკლედ, მგონი ვერ გადმოვეცი სიტყვებით ამ ამბის სრული კატასტროფულობა, ძნელი საქმეა. ამიტომ აქვე დავდებ შეძლებისდაგვარად მოკლედ რას ნიშნავს ის, რასაც ქოცები ითხოვდნენ რეჟისორისგან, და არა მხოლოდ ქოცები, არამედ საზმაუს ხელმძღვანელობაც:

უეფას საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციის გადაღებისას მოქმედებს მკაცრი სტანდარტები, ეს ეხება როგორც სტექნიკურ სტანდარტებს, გამოსახულების ხარისხს, ხმას, კამერების განლაგებას, რაოდენობას, მდებარეობას, რაკურსებს, კადრების თანმიმდევრობას, დინამიკას, ასევე უსაფრთხოების სტანდარტებს და ეთიკურ სტანდარტებს.

უეფას წესებით კადრების შერჩევა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ თამაშის მიმდინარეობის და ემოციური ატმოსფეროს გადმოცემას. პოლიტიკურ, სარეკლამო ან პირად ინტერესებზე ორიენტირებული კადრების ჩასმა დაუშვებელია.

დადგენილი წესები და პროტოკოლები – უეფას მიერ განსაზღვრული სტანდარტები აზუსტებს, რა შეიძლება გამოჩნდეს ეთერში. მაგალითად:

თამაშის ფოკუსი მხოლოდ ფეხბურთზეა.
არ შეიძლება მაუწყებლობა გამოიყენონ პოლიტიკური მესიჯების გავრცელებისთვის.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების ან ბიზნესმენების გამორჩეული ჩვენება დაუშვებელია.
სპონსორების და ოფიციალური პარტნიორების ლოგოები ნებადართულია, რადგან მათ აქვთ ოფიციალური კონტრაქტი.

უეფას ტრანსლაციის რეჟისორების მუშაობა რეგულირდება მკაცრი პროტოკოლით. ისინი არ არიან დამოუკიდებელი კადრების შერჩევაში. მათ არ აქვთ უფლება თვითნებურად მიიღონ გადაწყვეტილებები პოლიტიკური ან სარეკლამო მიზნებისთვის. ტრანსლაცია უნდა იყოს სტანდარტიზებული და ობიექტური.
წესები არის მკაცრად გაწერილი, რათა პოლიტიკა და პროპაგანდა არ შევიდეს სპორტულ მაუწყებლობაში.

უეფას ტრანსლაციის რეჟისორები მუდმივად კონტროლის ქვეშ არიან:
o მათი გადაწყვეტილებები რეალურ დროში მონიტორინგს გადის.
o ნებისმიერ უხერხულ ან არაეთიკურ გადაღებას შეიძლება მოჰყვეს სანქციები.
o სპეციალური სახელმძღვანელო კრძალავს ადგილობრივი პოლიტიკური ფიგურების განმეორებით ჩვენებას, თუ ეს არ არის ოფიციალური პროტოკოლით განსაზღვრული.

თუ ადგილი აქვს თვითნებურ გადაწყვეტილებებს, რეჟისორმა ან ქვეყანამ დაარღვია უეფას ტრანსლაციის წესები, ამას უეფა შეისწავლის და შესაძლოა დასაჯოს შესაბამისი პირები სხვადასხვა ფორმით:

1. ფინანსური ჯარიმები
უეფას შეუძლია მნიშვნელოვანი ჯარიმების დაკისრება იმ მაუწყებლებისთვის, რომლებიც არღვევენ ტრანსლაციის რეგულაციებს.
• მაგალითად, თუ პოლიტიკური რეკლამა ან პროპაგანდა გამოჩნდა ეთერში, შეიძლება დაწესდეს მილიონობით ევროს ჯარიმა.
• ზოგიერთ შემთხვევაში, უეფა თანხას აკლებს იმ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტიდან, თუ ფედერაცია პასუხისმგებელია დარღვევაზე.

2. ტრანსლაციის უფლების ჩამორთმევა
თუ მაუწყებელი (ან ქვეყანა) განმეორებით არღვევს წესებს, უეფას შეუძლია:
• გაუუქმოს მას სატელევიზიო უფლებები და აღარ მისცეს იმ ქვეყანის ტელეკომპანიას უეფას მატჩების ტრანსლაციის უფლება.

3. შავი სია რეჟისორებისთვის
თუ ინდივიდუალური რეჟისორი ან ოპერატორი ცდილობს წესების დარღვევას (მაგალითად, პოლიტიკური კადრების განზრახ გამეორებას ან თამაშით მანიპულაციას სარეკლამო მიზნებისთვის),
• უეფას შეუძლია მოახდინოს მისი დისკვალიფიკაცია და აღარ მისცეს მას უფლება იმუშაოს მომავალი მატჩების ტრანსლაციებზე.
• რეჟისორი შესაძლოა მოხვდეს უეფას შავ სიაში და სხვა სპორტულ ორგანიზაციებმაც აღარ დაიქირაონ.

4. მასპინძელი ქვეყნის სანქციები
თუ მასპინძელი ქვეყანა ტრანსლაციის პოლიტიზირებას ახდენს, უეფას შეუძლია:
• გაუუქმოს მასპინძლის სტატუსი მომავალი ტურნირებისთვის. მაგალითად, ქვეყანას შეიძლება ჩამოერთვას ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.
• გაუუქმოს ადგილობრივი მაუწყებლობის ლიცენზია, რაც ნიშნავს, რომ მათ აღარ ექნებათ უფლება ოფიციალურად აჩვენონ უეფას ტურნირები.

ღმერთო, შენ გვიშველე, რომ სანამ ამათ გავყრით, მანამდე რამე მაინც გადარჩეს ამ ქვეყნიდან.“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved