• რეკლამა
  • კონტაქტი
18:35, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რომ ჰკითხო, „ნაცმოძრაობას“ ვებრძვითო და რაღა დროს „ნაცმოძრაობაა“? 8 სხვა და სხვა დონის არჩევნები წააგეს!“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
17:02 07-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
425

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.

– „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე საუბარი უკვე მარაზმში გადადის, იმდენად არაადეკვატური ქმედებები აქვთ, ისეთი ხალხი გავეშდა და გალომდა, ისეთმა ხალხმა დაიწყო წერილების წერა, აქამდე ხმას ძლივს თუ ამოაღებინებდი. პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებისთვის რომ დასდევდნენ ჟურნალისტები, ემალებოდნენ, კაბინეტებში იკეტებოდნენ. ამან უკვე ისტერიკის ხასიათი მიიღო. თვითონაც არ იციან, რა უნდათ. რას ებრძვიან, ვის ებრძვიან? გამოდის, რომ ქართველი ხალხის სახელმწიფო ინტერესებს ებრძვიან. უკვე ამაზრზენია ამათი კრიტიკა დასავლეთის მიმართ. ამას ყველაფერს ისე აფორმებენ, რომ კითხო, თითქოს „ნაცმოძრაობას“ ებრძვიან. რაღა დროს „ნაცმოძრაობა“ და მაგათთან ბრძოლაა? 8 სხვა და სხვა დონის არჩევნები წააგო „ნაცმოძრაობამ“ ამ ათ წელიწადში და ამით დადასტურდა, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ვერც სხვა გზით დაბრუნდებიან. „ნაცმოძრაობა“ კარგა ხნის გარდაცვლილია და ეს დაადასტურა ბოლოს გამართულმა მიტინგებმაც. როდესაც იმ მიტინგებზე ითქვა, რომ აქ არ უნდა მოვიდეს „ნაცმოძრაობა“, მისი ლიდერები, ხალხი მივიდა 20 და 24 ივნისის აქციებზე. 3 ივლისის აქციაზე კი, როგორც კი იმ აქციასთან გამოჩნდნენ „ნაცმოძრაობისა“ და მათთან  ასოცირებული პარტიების ლიდერები, ასევე, სხვა პარტიების ლიდერები, თბილისელები აღარ გამოვიდნენ. ამიტომ ეს ბოლო მიტინგი ყველაზე ხალხნაკლული იყო. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ამათთვის მთავარია შექმნან მტრის ხატი. აქამდეც ქმნიდნენ მტრის ხატს „ნაცმოძრაობისგან“, მთელი 10 წელი მეტს არაფერს აკეთებდნენ. ხვდებიან, ეს აღარ იმუშავებს და ახლა ამერიკისგან ცდილობენ მტრის ხატის შექმნას.

– თან აქვე ჩართულია მესიჯი -„ომი გინდათ“? 

– მაგას ვიძახი. მტრის ხატს ქმნიან ამერიკისგანაც და ევროპისგანაც. ამ დროს მტრულად რომ ექცევა ამ ქვეყანას „ქართული ოცნება“, ისე არც ერთი ხელისუფლება არ მოქცევია. „ქართული ოცნების“ პირობებში შემცირდა ერი. ადრე ავად იყო თუ კარგად, მოსახლეობის ბალანსს მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებდით. შარშან დაფიქსირდა მოსახლების ბუნებრივი კლება 1.1% -ით. ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობამ და ემიგრაციამ ამ ქვეყანაში ყველაფერს გადააჭარბა, უფრო ნაკლები დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. 40 000 კაცს რომ დაკარგავს ერთ წელიწადში ქვეყანა, ამდენი რომ გაიქცევა უცხოეთში შიმშილისგან თავის დასაღწევად, მეტი რაღა უნდა გვჭირდეს? რომელ ომში უნდა დავკარგოთ 40 000 კაცი? დემოგრაფიაა კატასტროფულ დონეზე, სიკვდილიანობა გაზრდილია, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. საკუთარ ხალხს თვითონ გამოუცხდეს ომი და ესენი რა ომზე ლაპარაკობენ? აქვე ახლა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე მინდა ვთქვა. ამერიკას უნდა შეგვიყვანოს ომში, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და ჩვენი რევოლუციით დამხობა უნდათო. გეუბნებით, ესენი სიგიჟეში არიან გადასულები. არ მგონია, სახელმწიფოს მართვასთან ასეთ ბოდვას რაიმე საერთო ჰქონდეს.

– ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ხელზე დაიხვიეს, თუ სტატუსს მოგვცემენ, რუსეთთან ომშიც ჩაგვითრევენო. არადა, უკრაინას იგივე სტატუსი რომ მისცეს, ვლადიმერ პუტინმა განაცხდა, რომ რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, რადგან ეს ეკონომიკური ალიანსია და არა სამხედრო-პოლიტიკური, ჩვენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგები ვართო. მოლდოვა კი საერთოდ არ უხსენებია. საკუთარ ბელადს მაინც დაუჯერონ „ქოცებმა“. ოპოზიციაც, როდესაც ომზე ლაპარაკობს, პუტინის ამ ნათქვამს რატომ არ ახსენებს „ქართულ ოცნების“ ლიდერებს?

– მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ოპოზიცია გარდაგვეცვალა მაშინ, როდესაც ისინი პარლამენტში შევიდნენ და „გაუპრავეს“ „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული, უსინდისოდ გაყალბებული არჩევნები. ამით მერე ხალხში ნიჰილიზმი დაითესა, ოპოზიციის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მეშვეობით ამ ქვეყნაში სახელისუფლებო ცვლილებები ვერ განხორციელდება.ხალხის დიდი ნაწილი დღესაც ასე ფიქრობს. შესაბამისად, ხალხი მაქსიმალურად ცდილობს, აიღოს ხელში პროცესების სადავეები, თავად შექმნან პოლიტიკური პარტიები თუ სახალხო მოძრაობები, რომლებიც არავისთან, არც ერთ გაცვეთილ პოლიტიკურ ძალასთან არ ასოცირდება, მათთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მე ვფიქრობ, ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსის ვალია, ხელი შეუწყოს ამ პროცესებს. მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყო ამ პროცესებში, რომელიც ქვეყანას მიიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელზედაც ამდენი ხანია ვოცნებობთ და ვიბრძვით ამ მიზნის მისაღწევად. ახლა ის დრო დადგა ქვეყანაში, ხალხს უსმინონ პოლიტიკოსებმა და არა პირიქით, როგორც აქამდე იყო. მეტიც, თვითონ უკან დადგნენ და წინ ხალხი გაატარონ, ვისაც ამ ქვეყნის გადარჩენა შეუძლია.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved