• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული – როგორ მაგრადაც დარბის, ისე მაგრად ცურავს?” – ამირხანაშვილის 2 აგვისტოს ჩვენება

ალია ავტორი - ალია
13:26 08-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალ მასალებში არსებული გამოკითხვის ის ერთ-ერთი ოქმი, რომელიც, სავარაუდოდ, იქცა საქმეში ბრალდებული 17 პირიდან, ხუთის ბრალის დამძიმების საბაბად და რის საფუძველზეც, გამოძიებამ მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა.

2 აგვისტოთი დათარიღებული ოქმი საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გიორგი შაქარაშვილის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ეკუთვნის. ეს მისი გამოკითხვის მეხუთე ოქმია. პირველი ოთხი ჩვენება მან გამოძიებას 19, 21, 23 და 25 ივნისს მისცა.

თუკი მისი წინა ჩვენებები რიგ ცვლილებებს შეიცავდა და ზოგადი მონათხრობით შემოიფარგლებოდა, მეხუთე გამოკითხვის ოქმში, ის დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და ასახელებს იმ პირების ვინაობას, გადაადგილებასა და ცალკეულ ფრაზებს, რომელიც მან უკვე გზად თბილისისკენ, „ტოიოტა კამრიში“ მჯდომმა გაიგონა. როგორც გურამ ამირხანაშვილი გამომძიებლებს უხსნის, წინა გამოკითხვებისას ის სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ გარკვეული დეტალების აღდგენა და გახსენება, მხოლოდ მეხუთე გამოკითხვისას შეძლო.

რა დეტალებს იხსენებს გურამ ამირხანაშვილი ახალ გამოკითხვაში


გურამ ამირხანაშვილი გამოკითხვის ახალ ოქმში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 19 ივნისის ღამეს, მცხეთის მაგისტრალზე გაჩერებული „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული მდევრებისგან თავის დასაღწევად ე.წ. ფერადი შენობის უკან შეირბინა, ის „ორმოს მსგავს დაბლობზე“ ჩავარდა, საიდანაც მაშინვე ამოვიდა, რაკიღა აინტერესებდა, რა ხდებოდა მის გარშემო, ფრთხილად გამოიხედა და დაინახა, რომ მეორად საავტომობილო გზაზე, სწრაფი სირბილითა და გინებით ჩარბოდა „კამრიდან“ გადმოსული სამი ახალგაზრდა, მის მიერ ამოცნობილი ვახტანგ ჩიქოვანი, ა.ქ. და ზ.ხ. ამირხანაშვილის თქმით, ისინი სწორედ იქით გარბოდნენ, სადაც მანამდე ჩაირბინეს მდევრებისგან გაქცეულმა ვახტანგ ახვლედიანმა და გიორგი შაქარაშვილმა.

გამოკითხვის ოქმის თანახმად, ვინაიდან „კამრიში“ მსხდომი დანარჩენი ორი მგზავრი და მძღოლი არსად ჩანდა, ის შეშინდა და კვლავ ბუჩქებში ჩაიმალა, სადაც 7-8 წუთის განმავლობაში დარჩა. ამ დროის გასვლის შემდეგ, მას კვლავ მოესმა ხმა, რომელიც არაგვის ხიდის ქვევიდან, მეორადი გზიდან მოდიოდა, თუმცა, ამჯერად, გინების გარეშე. ამირხანაშვილის სიტყვებით, ეს პირები ყვიროდნენ, რომ დამალულები გამოსულიყვნენ და მათ არაფერს დაუშავებდნენ.

გურამ ამირხანაშვილი ამბობს, რომ მდევრებმა შენობას შემოუარეს და ის იპოვეს. მისი თქმით, ეს პირები სწორედ ისინი იყვნენ, ვინც ვახტანგ ახვლედიანსა და გიორგი შაქარაშვილს გაედევნენ. გურამ ამირხანაშვილი ამბობს, რომ ისინი იყვნენ „დაღლილები და აფორიაქებულები“, მალევე მათთან გაჩერდა მუქი ფერის „კამრი“, ერთ-ორ წუთში კი დაინახა ხიდის ქვევიდან, მეორადი საავტომობილო გზიდან ამომავალი კიდევ ორი მდევარი, მისი თქმით, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

ჩვენების მიხედვით, არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მკაცრად უთხრა, რომ გურამ ამირხანაშვილი მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.

გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებს იხსენებს:

„არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“. აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი“.

შეგახსენებთ, როგორც გამოძიება, ასევე, ოჯახის ადვოკატი, მირიანი ნიკოლაძე ირწმუნებიან, რომ ავტომანქანის მძღოლი არ იყო გარეული გიორგი მკვლელობის საქმეში – ესმოდა თუ არა მძღოლს მეგობრების საუბარი და მოუყვნენ თუ არა მას, გიორგის მკვლელობაზე, ამ დრომდე ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

რადიო თავისუფლება

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved