• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომ არა არჩევნები…” – ვინ აიღო, პანდემიის დროს, არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა?

ალია ავტორი - ალია
16:16 11-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა და უნდა ყოფილიყო, რომ შეზღუდვები დაგვეწესებინა უფრო ადრე, მაგრამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური პროცესი და ეს პოლიტიკური პროცესი ხდება 4 წელიწადში ერთხელ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არ ყოფილიყო არჩევნების მე-2 ტური, შეზღუდვები შესაძლოა ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო.

„ქვეყანა წავიდა ამ გზით, რომ აქაც დანის პირზე ევლო, ანუ ერთის მხრივ პოლიტიკური პროცესი არ შეეჩერებინა და მეორე მხრივ ინფექციის მართვას. რომ არ ყოფილიყო მე-2 ტური, ეს შეზღუდვები შეიძლება დაწესებულიყო ნოემბრის დასაწყისში და ალბათ მეტ ეფექტს მივიღებდით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბატონი ამირანი მართალია, არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, აი, ასეთი პანდემია კი საუკუნეა არ გვახსოვს!

“ალია” შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე, ბატონი ამირანი ამბობდა, რომ სრულად შესძლებდა არჩევნების დროს რეგულაციების მართვა და პოლიტიკური პროცესების გამო, ადამიანები, მოსახლეობა არ დაზარალდებოდა – თუმცა, ასე არ მოხდა და ახლა ისევ და ისევ სხვას აბრალებს, სხვას რა, სულაც არჩევნებს აბრალებს, იმ არჩევნებს, რომელიც მისი რეკომენდაციებით ჩატარდა, იმ არჩევნებს, რომელზე პასუხისმგებლობაც აიღო…

დაგაძალათ იმ პასუხისმგებლობის აღება, ბატონო ამირან, ვინმემ? პრემიერმა დაგაძალათ? აბა? უთხარით პრემიერს, რომ არჩევნების გამო, ამ შედეგამდე მივიდოდით და არ დაგიჯერათ? არც საწოლფონდის და პერსონალის დამატების ბრძანება გასცა? მოგატყუათ პრემიერმა, ბატონო ამირან, თუ თქვენ მოატყუეთ პრემიერი, თუ რას გვეუბნებთ?

თეგები: ამირან გამყრელიძეგიორგი გახარიაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved