• რეკლამა
  • კონტაქტი
00:59, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როგორც თქვენი ოჯახის საყვარელ, ფუმფულა პომერანულ შპიცებს სტკივა, ასევე სტკივათ იმ “ქუჩის ძაღლებს”!! – თამარ ივერის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

ალია ავტორი - ალია
00:43 11-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ცხოველთა დამცველების კიდევ ერთი საპროტესტო შეკრების პარალელურად, საოპერო მომღერალი, თამარ ივერი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს:

„ბატონო ბიძინა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით. ვიცი, რომ გყავთ როგორც ძაღლები, ასევე, როგორც ამბობენ, სხვადასხვა ცხოველები თუ ფრინველები. მეც ასევე არაერთი ცხოველის პატრონი გახლავართ და მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისაც ისინი უყვართ.

ჩემი დიდი თხოვნაა, გთხოვთ, დადექით სიმართლის და გულანთებული ცხოველთადამცველების მხარეს და მათ პოზიციაზე!

მერწმუნეთ, გავა დრო და ისტორიაში სამარცხვინო ასოებით ჩაიწერება ეს საშინელი ცხოველთა ჟლეტის და დაწვის ფაქტები! მოვა დრო და ადამიანები ყველა იმ ჩინოვნიკებს არაერთხელ გამოააშკარავებენ და “დაითვლიან”, ვინც ეს გენოციდი ჩაიდინა, მასზე ხმა აიმაღლა ან ჩირგვებში განაგრძო ჯდომა! ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანას არ გაუკეთებია!

მინდა გითხრათ, რომ როგორც თქვენი ოჯახის საყვარელ, ფუმფულა პომერანულ შპიცებს სტკივა, ასევე სტკივათ იმ “ქუჩის ძაღლებს”!!
ნაგავსაყრელებზე ცხოვრება მათ არ აურჩევიათ! რა ქნან თუ განგებამ მათ ბუნკერთან მიუჩინა ადგილი, ხოლო ზოგ ძაღლს თბილ ბალიშებზე და ლიმუზინებში? ღარიბი ადამიანი იშრომებს და მიაღწევს ცხოვრებაში ლიმუზინებით ატაროს მძღოლმა. მაწანწალა ძაღლი კი ვერ “იმუშავებს” და ვერაფერს შეცვლის მის ცხოვრებაში რომ მანაც დაიმსახუროს ფუფუნებაში ცხოვრება (თუ ის ვინმე ღვთისნიერმა არ იშვილა, რაც მილიონში ერთს უმართლებს). მათ ყველას ერთნაირად სტკივათ, ერთნაირად უხარიათ, ერთნაირი ერთგულება და მადლიერება იციან (და ბევრად უფრო დიდიც, ვიდრე “ბალიშის ძაღლებმა”) და მათ, სრულიად ჯანმრთელებს ყოველდღიურად მზაკვრულად იპარავენ, აქრობენ და სადისტურად კლავენ ცხოველთადამცველთა მიერ გამოაშკარავებული ზოოფაშისტ ჯალათთა გუნდი! ხალხს კი თვალში ნაცარს აყრიან, რომ თავშესაფარში ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება. ვაი, რომ სიმართლე “შუბი ხალთაშია” და მას დიდი მცდელობების მიუხედავად ვერ მალავენ! უამრავი ვიდეო აუდიო მასალაა ამ ზოოფაშისტთა მამხილებელი,მაგრამ რაიმე კომენტარით თავს არავინ იწუხებს. ალბათ წარმოდგენაც გაგიჭირდებათ ვინმემ იგივე თქვენს შპიცებს გაუკეთოთ… აი, მათ კი ყოველდღიურად მზესუმზირასავით არც კი ითვლიან, ისე ხოცავენ!!

ახლა, როცა ამ წერილს გწერთ, ახლაც მიმდინარეობს მათი უბნებიდან გაქრობა და ხოცვა. ამ პირსისხლიან, შუბლზე ძარღვგაწყვეტილ ხალხს არაფერი აჩერებს! არსებობს ინფორმაცია, რომ არაბი ინვესტორების მოთხოვნაა ეს. ნუთუ არაბების კაპრიზს უნდა შეეწირონ ჩვენს გვერდით მაცხოვრებელი ეს უდანაშაულო ოთხფეხა მეგობრები? წარმოდგენაც მიჭირს ამ არგუმენტის შესახებ. ეს ყოველგვარი ზნეობის ნიშნულს ქვემოთაა!

მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, რომ თავად თქვენი პარტიის შიგნითაც, თქვენი პარტიის წევრები აღშფოთებულნი არიან ამ ფაქტით, მაგრამ რიგი გარემოებების გამო (და მე სრულიად მესმის მათი) სიჩუმის რეჟიმში არიან. ასევე, ის აღშფოთებული და მოღრიალე ადამიანები, ვინც აპროტესტებს ამ მარაზმს-70% ზე მეტი თქვენი ამომრჩეველია და არა მართლა “პოლიტიკურად ანგაჟირებული”. არ შეიძლება ყველას და ყველაფერს ერთი ეტიკეტი: პოლიტ.ანგაჟირებულობა მიეწეროს. ცხოველების თემა ცალკე ფენომენი და მტკივნეული თემაა ყველა ცხოველთამოყვარული საქართველოს მოქალაქისთვის მისი პარტიული სიმპათიების მიუხედავად.

შესაბამისად, უმორჩილესად გთხოვთ დადექით გულანთებული და აღშფოთებული ქართველი ცხ.მოყვარულების გვერდით. გამოიკვლიეთ, გამოიძიეთ, გამოააშკარავეთ და სამაგალითოდ დასაჯეთ ამ პირსისხლიან ზოოფაშისტთა გუნდი!!! მოითხოვეთ 27/7 Live ინტერნეტ კამერა ყველა თავშესაფარში, რომ მათი საქმიანობა მართლაც გამჭვირვალე იყოს და ნებისმიერმა მოქალაქემ თვალი ადევნოს ცხოველთა ყოფას. ეს ბევრ “ჭუჭყს” და შეკითხვებს გააბათილებს!

მერწმუნეთ, ეს ის სენსიტიური თემაა,რითიც შეიძლება ამომრჩეველმა ზურგი შეაქციოს იმ პარტიას, ვისაც აქამდე ენდობოდა და აძლევდა ხმას!! ნაც.მოძრაობაში კოლაფსი პატიმრების თემამ გამოიწვია, რადგან თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა საახლობლოში მაინც თითო პატიმარი და ყველამ საკუთარი პატიმარი წარმოიდგინა მათ ადგილზე.

ასევე დღესაც, თითქმის ყოველ მეორე ოჯახში ცხოველია და ყველა ცხოველის პატრონი საკუთარ ცხოველს წარმოიდგენს რომ იგივე ბედი სწეოდა მის ცხოველს და საერთოდაც, ცხოველის პატრონი ათმაგად მგრძნობიარეა და მტკივნეულად განიცდის ამ გენოციდს, ეს კი ხვალ და ზეგ თავის უარყოფით სიტყვას იტყვის მაშინ როცა პარტიას დაჭირდება იგივე ამ ხალხის ხმა და გვერდში დგომა. რადგან, სიმწრით დაღრეჯილი ძაღლების “Horror“ კადრებს ასე ადვილად არ დაივიწყებს მოსახლეობის მეხსიერება.

ხალხში ძალიან დიდი აღშფოთების მუხტია, რადგან იქეთ მუქარა,იქეთ საჩივრები და ტალახი მიიღეს მათ მოთხოვნებზე და მხოლოდ თქვენ ძალგიძთ დიდ ნაბიჯი გადადგათ სიკეთისკენ და ხალხის გულებისკენ!
ქართველი ხალხი ელის თქვენს რეაგირებას და ჩარევას ამ ლამისაა საუკუნის ცხოველთა გენოციდში!!

ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფერს ვიგრძნობთ თქვენი, თუნდაც არასაჯარო შემდგომი ნაბიჯებიდან.
დიდი პატივისცემით
თამარ ივერი”

თეგები: ბიძინა ივანიშვილითამარ ივერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved