• რეკლამა
  • კონტაქტი
15:54, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორც ყველა ომი ზავით მთავრდება, ყველა ვირუსი საბოლოო ჯამში მარცხდება. მთავარია, გამარჯვებას მინიმალური ზიანით მივაღწიოთ“

ალია ავტორი - ალია
19:37 02-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„კორონავირუსი რომ საქართველოშიც გავრცელდებოდა, ეს დროის საკითხი იყო. არც სამით და არც ათით რომ არ შემოიფარგლება ინფიცირებულთა რაოდენობა, ესც ნათელია. თუ რამდენად მზად შეხვდა ამას ხელისუფლება, ეს ცალკე საუბრის საგანია და არაერთხელ მოგვიწევს ამაზე მსჯელობა.

შევეხოთ მხოლოდ ერთ საკითხს-პანიკას და მის ეკონომიკურ შემადგენელს.

ზღვარგადასული შიში არასდროს არის გამართლებული. ის ხელს უშლის ჯანსაღად აზროვნებას და შესაბამისად რაციონალურად ქმედებას.

კოლექტიური პანიკა კარგად არის აღწერილი ”მასების ფსიქოლოგიაში”. ბრბო კარგავს პასუხისმგებლობის გრძნობას და მიდრეკილია ანტისაზოგადოებრივი და ირაციონალური ქცევისაკენ. ”ჯოგის ეფექტი” შეიძლება გამოვლინდეს მრავალი ფორმით.

კორონავირუსზე პირველი ”ჯოგური” რეაქცია იყო სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების პანიკური შეძენის სურვილი. ჯერჯერობით ამას არ მიუღია კრიტიკული ხასიათი და ახლავე საჭიროა ახსნა, რომ მსგავსი ქცევა არის უშდეგო, უაზრო და დამაზიანებელი როგორც ცალკეული პირის, ასევე საზოგადოებისათვის.

საქართველო ღარიბი ქვეყანაა. მისი მოსახლეობის 69 პროცენტი ( დაახლებით 2,6 მილიონი კაცი) ღარიბია ან სიღარიბის ზღვართან ძალიან ახლოს იმყოფება.

დასაქმებულთა უდიდესი ნაწილისათვის შემოსავლის ძირითადი წყარო არის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება. მათი ფულადი დანაზოგები უკიდურესად მწირია. როდესაც საზოგადოების ის ფენა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოიმარაგოს გარკვეული რაოდენობის მატერიალური რეზერვები, ის უძვირებს ცხოვრებას როგორც სხვას, ასევე საკუთარ თავსაც. იგი ქმნის სხვადასხვა სახის პრობლემას, უსაფუძვლოდ ზრდის იმპორტს, რაც თავის მხრივ ლარის სტაბილურობაზეც ახდენს გავლენას.

ქვეყანაში არის ასეულ ათასობით ადამიანი, რომელიც ოჯახს არჩენს ყოველდღიური შემოსავლით ( ტაქსის მძღოლები, ხელოსნები, ვაჭრობაში დასაქმებულები და ა.შ.). მათ მარაგების შექმნა არ შეუძლიათ, დაავადების შემთხვევაში კი ოჯახები ვარდებიან უმძიმეს მდგომარეობაში. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, პენსიონერებისთვის, შშმ პირებისათვის, მარტოხელა ადამიანებისთვის ავადმყოფობა კატასტროფის ტოლფასია.

ხელისუფლება უნდა იყოს მზად მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარებისათვის, ჩვენ კი გამოწვევების მშვიდად, პანიკური შეტევების გარეშე გასამკლავებლად.

როგორც ყველა ომი ზავით მთავრდება, ყველა ვირუსი საბოლოო ჯამში მარცხდება. მთავარია ის, რომ გამარჯვებას მინიმალური ზიანით მივაღწიოთ.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved