• რეკლამა
  • კონტაქტი
04:19, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი ვიღებ ვალდებულებას, შევასრულო ყველა ეს დაპირება, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას გულისხმობს – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
14:15 09-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხელი მოაწერა მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანახმების საერთო დოკუმენტს, რომელიც სისტემის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს. ვაშაძის განმარტებით, შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და სუს-ში გასაკეთებელი ძირეული რეფორმები


„ამ მიმართულებებზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია. ესენია პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება; თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს; და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.რაც შეეხება პროკურატურას, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას; პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება; ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა,” – შეთანხმების ძირეულ საკითხებზე საუბრობს ვაშაძე და აცხადებს, რომ რეფორმის მნიშნელოვანი ნაწილია სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება, ასევე დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.


„დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოვაწერეთ აღნიშნული რეფორმების საერთო დოკუმენტს. ვფიქრობ, ეს შეთანხმება ძალაინ მნიშვნელოვანია, რადგან  დღეს ქვეყანაში მძვინვარებს კრიმინალი, პოლიცია არ არის დამოუკიდებელი და ჩვენ ვგეგმავთ,  გავაკეთოთ საერთო რეფორმა, რომელიც  გულისხმობს ამერიკული მოდელის პოლიციის შექმნას საქართველოში, ეს იქნება დამოუკიდებელი საპატრულო პოლიცია, პირდაპირ არჩეული ხელმძღვანელების, ამერიკული მოდელის საგამოძიებო ბიუროს ჩამოყალიბების სახით, შესაბამისი სახელფასო  უზრუნველყოფის ზრდის პერსპეტივით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კრიმინალთან ბრძოლის გაუმჯობესებისთვის.  რაც შეეხება პროკურატურას ის უნდა  გამოეყოს გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციას, ესეც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გამოძიების გამჭვირვალობის კუთხით. ეს არის ის კომპოზიცია, რომელიც თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს პირველ რიგში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მეორეს მხრივ პოლიტიკის ჩარევისგან გაათავისუფლებს ერთხელ და სამუდამოდ სამართალდამცავ უწყებებს. როგორც კი   გავხდები პრემიერ-მინისტრი ვიღებ ვალდებულებას, რომ სხვა ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად  შევასრულოთ ყველა ეს დაპირება, “ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved